სტუ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში სტუ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება პროგრამირებაში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი
სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი სტუ-ში ლექციას წაიკითხავს სტუ
17 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი მორტეზა (მონტე) მეჰრაბადი, საჯარო ლექციას წაიკითხავს
სტუ-ში ბიზნეს ინკუბატორი "Fab Lab"-ი გაიხსნა სტუ
თბილისის მერიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ახალი, თანამედროვე სამრეწველო ლაბორატორია "Fab Lab"-ი გაიხსნა. ლაბორატორიის წითელი ლენტი, სიმბოლურად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გაჭრეს
პარიზის უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ში სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრის (CNRS) და პარიზის უნივერსიტეტის (Paris Sud University) ქიმიური ფიზიკის ლაბორატორის (LCP) მეცნიერ-თანამშრომელი, TEMiC ჯგუფის წევრი, დოქტორი ჰაბილიტანტი კრისტოფ ჰუმბერტი
სტუ და გერმანული უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას განახორციელებენ სტუ
12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში საზეიმოდ გაიხსნება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლოგისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამა ორმაგი, ქართულ-გერმანული აკადემიური ხარისხით
სუ-ში ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება სტუ
3 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის დაბადების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა - 2015“ (სკტ-მმ 2015). კონფერენცია 5 ნოემბერს დასრულდება
ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს სტუ
ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიამ მამულაშვილი ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს. იგი ერთადერთი ქართველია, რომელიც ევოპარლამენტში სტაჟირებას გადის
„თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიას გახსნის სტუ
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, თავისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ კოხოძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი დავით გოგინაშვილი და სხვები
სტუ-ის სტუდენტებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის გრანტის მოპოვების საშუალება ეძლევათ სტუ
ხვალ, 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. „განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ფონდი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას კონკურსის - „გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის” - შესახებ
აქცია-კონცერტი “მე ვარ სტუდენტი” სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად და მისალოცად გაიმართა პირველკურსელთა დასახვედრი აქცია-კონცერტი







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge