სტუ » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

USAID-ში სტუ-სა და აიოვის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე ისაუბრეს სტუ
USAID-ში სტუ-სა და აიოვის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე ისაუბრეს საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის International Visitor Leadership Program (IVLP) ფარგლებში, ქართული დელეგაციის მორიგი სამუშაო შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID)
კავკასიის ახალგაზრდულმა გაერთიანებამ სტუ-ში კონფერენცია ჩაატარა სტუ
კავკასიის ახალგაზრდულმა გაერთიანებამ სტუ-ში კონფერენცია ჩაატარა27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეცია არასამთავრობო ორგანიზაცა “კავკასიის ახალგაზრდული გაერთიანების“ ხელმძღვანელობით. კონფერენციის თემა იყო “კავკასიის თავისებურებები და მომავლის პერიპეტიები“



საერთაშორისო მედიაპორტალის რედაქტორი სტუ-ში სემინარს ჩაატარებს სტუ
საერთაშორისო მედიაპორტალის რედაქტორი სტუ-ში სემინარს ჩაატარებს დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო მედიაპორტალის (http://eastbook.eu/) რუსული განყოფილების რედაქტორი ქეთევან ქანთარია ჩაატარებს სემინარს თემაზე: "საზოგადოების ტრანსფორმაცია ახალი მედიის პირობებში"
აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა სტუ
აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა აზერბაიჯანის სლავისტიკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჩინგიზ ბედალოვი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე იმ პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლიან



სტუ-ის პროფესორები მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამებს აცნობენ სტუ
სტუ-ის პროფესორები მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამებს აცნობენ ხვალ, 27 მარტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი, გია არაბიძის, ბადურ ჭუნაშვილის, თამაზ კუპატაძისა და თენგიზ ჩხიკვაძის შემადგენლობით მიემგზარება ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გასაცნობად
აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა სტუ
აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა აზერბაიჯანის სლავისტიკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჩინგიზ ბედალოვი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა
"გეპეის" დაუსრულებელი ისტერია და დაპირისპირებული მხარეების მორიგი რაუნდი სტუ
"გეპეის" დაუსრულებელი ისტერია და დაპირისპირებული მხარეების მორიგი რაუნდი „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ იურისტ დავით წიქარიშვილთან, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორი ნეპოტიზმით და არაკვალიფიციური კადრების მოწვევითაა დაკავებული. წიქარისვილი აცხადებდა რომ არჩილ ფრანგიშვილის საახლობლო განაგებს „გეპეის“ და რომ სწორედ ფრანგიშვილის მიერ იქნა „გეპეის“ ქონება გაყიდული
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა სტუ
black sea-ს გრანტის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა 19-20 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის პროგრამის ბლაცკ-სეა-ს ფარგლებში გამარჯვებული გრანტის "შავი ზღვის სანაპირო რეგიონების გარემოსდაცვითი პრობლემების ინტეგრირებული მონიტორინგი და მათი გადაჭრის გზები" მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის პირველი სხდომა და სამეცნიერო სემინარი ჩატარდა
ესტონეთის ელჩი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა სტუ
ესტონეთის ელჩი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
“უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: გიორგი კეკელიძემ, ილია კილაძემ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge