News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში კლუბი გაიხსნება სიახლე
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში კლუბი გაიხსნება 22 იანვარს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შენობაში ახალგაზრდული კლუბი გაიხსნება. როგორც თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილებაში აცხადებენ, მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან და ქართულ-სლოვაკურ საზოგადოებასთან ერთად იწყება პროექტი "ახალგაზრდული კლუბები _ თანადგომა და შემდგომი განვითარება". პროექტის ფარგლებში პირველი ახალგაზრდული კლუბი გაიხსნება
არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს სიახლე
არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ღვთაება კატა ბასტის ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
შენობა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ არის აშენებული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ტაძარი მეფე ქალ ბერენიკა მეორეს ტოლემეუს მესამის ევეგერტის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 246-221 წლებში მეფობდა.

ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს 21 იანვარს ეკლესია ქრისტიანობისთვის წამებული არაბის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
აბო, სავარაუდოდ, 757 წელს დაიბადა. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო

ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა 20 იანვარს რეჟისორ ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. ფელინი 1920 წლის 20 იანვარს იტალიის ქალაქ რიმინიში დაიბადა. რობერტო როსელინი ფელინიზე ამბობს: “პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღეს შინ არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგია გააჟღერა
ბრიტანეთის საბჭო "იკარუსისა" და დანდის კოლეჯის პარტნიორობას აღნიშნავს სიახლე
ბრიტანეთის საბჭო "იკარუსისა" და დანდის კოლეჯის პარტნიორობას აღნიშნავს 20 იანვარს, 18:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ "იკარუსისა" და შოტლანდიის დანდის კოლეჯის წარმატებულ პარტნიორობას აღნიშნავს (მის.: მარშალ გელოვანის 4). ღონისძიება ტარდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყანაში მოქმედი 3-წლიანი რეგიონალური პროექტის Skills@Work (სამუშაო უნარები) ფარგლებში

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაული ჰქვია. ამ დღეს განცხადდა ყოვლადწმინდა სამება: ძე ღვთისა, იესო ქრისტე, ნათელს იღებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მდინარე იორდანეში, სულიწმინდა მტრედის სახით თავზე ადგას მას და ისმის ხმა მამაზეციერისა: ”ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში
პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია სიახლე
პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში, სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციაზე, მთავრობას 4 დავალება მისცა. მისი თქმით, წლის ბოლომდე მესტიაში უნდა დასრულდეს საბაგირო გზის მშენებლობა და წელსვე უნდა დაიწყოს მეორე საბაგირო გზის მშენებლობა. "მთავრობას ვაძლევ 4 დავალებას _ ესაა საბაგირო, საციგურაო მოედანი, სათხილამურო ტრასა, და სასტუმროები მესტიაში. ეს დავალებები წლის ბოლომდე უნდა იყოს რეალიზებული", _ განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ სასტუმროს მშენებლობით მესტიაში
სმარტფონებს ვირუსების ახალი ტალღა ესხმის თავს ტექნოლოგიები
სმარტფონებს ვირუსების ახალი ტალღა ესხმის თავს კომპანია, რომელიც მობილური კავშირების უსაფრთხოების სფეროში მუშაობს, იმ კომპიუტერული ვირუსების სახეობების მომრავლების შესახებ საუბრობს, რომლებიც სპეციალისტებს შორის ”diallers”-ის სახელითაა ცნობილი. ეს კომპიუტერული ვირუსები მობილური ტელეფონის ოპერატიულ სისტემაში აღწევენ და ტელეფონის მფლობელის ნებართვის გარეშე სხვადასხვა ნომერს უკავშირდებიან, რის შედეგადაც ტელეფონის მფლობელს უზარმაზარი თანხა ედება ვალად, რომლის ანაზღაურების შემთხვევაშიც, მისი ნაწილის ხელში ჩაგდებას დამნაშავეები ახერხებენ
ოპერის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება კულტურა, სპორტი
ოპერის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება 18 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. ვარსკვლავის გახსნამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ცერემონიალი _ შედგება რეჟისორ სალომე კობახიძის ფილმის, "ცისანას" პრეზენტაცია და გაიმართება საზეიმო კონცერტი ოპერის სოლისტების, ცისანა ტატიშვილის სტუდენტების, ოპერის თეატრის გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით (დირიჟორი _ რევაზ ტაკიძე)
გერმანიის მთავრობა Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებას არ გვირჩევს სიახლე
გერმანიის მთავრობა Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებას არ გვირჩევს გერმანიის მთავრობამ, უსაფრთხოების მიზეზნით, მიმართა ინტერნეტმომხმარებლებს, დროებით თავი შეიკავონ კომპანია Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებისგან. შესაბამისი განცხადება გერმანიის საინფორმაციო ფედერალურმა სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Microsoft-მა თავის სისტემაში "სუსტი ადგილების" არსებობის შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციის მიხედვით, სისტემის "სისუსტე" ახლახან სდაძიებო სისტემა Google-ზე განხორციელებული შეტევისას გამოვლინდა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge