News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება სიახლე
საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება საქართველოს საპატრიარქოში უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლოს. სამსახური სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მუდმივმოქმედი იქნება
სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა 4 იანვარს სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა. 1867 წლის 4 იანვარს, ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამეგრელოს სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც ამ კუთხეს XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ
ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა მეცნიერება
ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა 4 იანვარს ინგლისელი ფიზიკოსის, მათემატიკოსის, ასტრონომის, ალქიმიკოსისა და ფილოსოფოსის, ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა. სერ ისააკ ნიუტონი 1643წელს გრემთემის მახლობლად, სულსთორპში დაიბადა. მისი მოღვაწეობა კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ნიუტონი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში
გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს სიახლე
გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს კალენდრების მსოფლიო ასოციაცია ამჟამად მოქმედი გრიგორიანული კალენდრის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ასოციაციის ხელმძღვანელი უეინ რიჩარდსონი აცხადებს, რომ მე-16 საუკუნეში შემოღებული გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს.
ასოციაციის მიერ წარმოდგენილია წელიწადის ათვლის ახალი მოდელი. ახალი კალენდარიც 365 დღეს ითვლის, თუმცა ყოველი ახალი წელი, რომელიც იწყება კვირა დღეს, ერთ დამატებით დღეს _ მეორე შაბათს შეიცავს. ასეთი ვითარება სწორედ 2012 წელს იქნება
პატრიარქს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა სიახლე
პატრიარქს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პატრიარქის სახელზე პარაკლისი აღევლინება. პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში შეეძლება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რადგან მრევლის მხრიდან დიდია სურვილი, პირადად მიულოცოს ეს დღე პატრიარქს, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმიდესობა, სამღვდელოებასთან ერთად, ორშაბათს საღამოს, 18:00 საათზე, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს
"გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის გაფართოებას გეგმავს სიახლე
"გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის გაფართოებას გეგმავს “გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის (CDMA) გაფართოებას გეგმავს. იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ახალი საბაზო სადგურები დამონტაჟდება, რაც 3 თვის განმავლობაში დამატებით 70 000 აბონენტის ჩართვის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას. ამას გარდა, მიმდინარეობს უკვე არსებული სადგურების განახლება (Upgrade), ფართოვდება უკაბელო ქსელის დაფარვის ზონები და უფრო მეტი მომხმარებლის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, მათ შორის უკაბელო ტექნოლოგიის მაღალსიჩქარიანი ინტერენტით (EV-DO REV A)
ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა კულტურა, სპორტი
ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა 4 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო. იგი ილია II-ის დაბადების დღეს ეძღვნება. გამოფენის მიზანია, ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები
მარკუს ტულიუს ციცერონის დაბადებიდან 2116 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
მარკუს ტულიუს ციცერონის დაბადებიდან 2116 წელი შესრულდა 3 იანვარს რომაელი სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, ფილოლოგის, მწერლის, პოეტის, ფილოსოფოსის, მხედართმთავრის, ორატორისა და ადვოკატის - მარკუს ტულიუს ციცერონის დაბადებიდან 2116 წელი შესრულდა. ციცერონი ძვ. წ. 106, 3 იანვარს იტალიის პროვინციულ ქალაქ არპინუმში დაიბადა
რომში პიკასოს მიერ გაკეთებული სათამაშო გიტარა აღმოაჩინეს უცხოეთში
რომში პიკასოს მიერ გაკეთებული სათამაშო გიტარა აღმოაჩინეს რომის პოლიციამ 52 წლის იტალიელი ბიზნესმენის სახლში აღმოაჩინა სათამაშო გიტარა, რომელიც მხატვარმა პაბლო პიკასომ თავისი შვილისთვის გააკეთა. პოლიციამ ნივთი ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ იპოვა, რომელიც პიკასოს მეგობრის, მხატვარ ჯუზეპე ვიტორიო პარისის ქვრივის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო
ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა კულტურა, სპორტი
ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა. დასაწყისში ტრადიციული ქართული სიმღერები და ცეკვები შესრულდა, 24:00 საათისთვის კი სცენაზე ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი გამოჩნდა და მოსახლეობას დამდეგ ახალი წელი მიულოცა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge