მეცნიერება



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა მეცნიერება
მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა 25 ნოემბერს მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. 1990 წელს, 60 წლის ასაკში, ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამარდაშვილი თბილისში მომავალი, გზაში, მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა.
მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს გორში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალის, "ვოპროსი ფილოსოფიი", მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

სტუ-ში GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა ჩატარდა მეცნიერება
სტუ-ში GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა ჩატარდა 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა, რომელზედაც მოწვეული იყვნენ Representatives of German Research Centre for Artificial Intelligence (DFKI); European Research Consortium for Informatics and Mathematics (ERCIM) and GIRAF (France, Germany); National information point of Ukraine (NIP), representative of EC Delegation in Georgia და სხვები
სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა მეცნიერება
სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ
სტუ-სა და “კვარციტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა მეცნიერება
სტუ-სა და “კვარციტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა 12 ნოემბერს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს “კვარციტს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის’’ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.
შპს ,,კვარციტი’’ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, აგრეთვე უზრუნველყოფს სტუ-ის სტუდენტებისთვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე

სტუ-ში ტემპუსის ეროვნული ოფისის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა მეცნიერება
სტუ-ში ტემპუსის ეროვნული ოფისის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა 11 ნოემბერს საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტში ტემპუსის ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Tempus InfoDay.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მეცნიერების დარგში, ნოდარ სურგულაძე

სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" მეცნიერება
სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" დღეს, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ეგიდით, გაიხსნა საერთაშორისო-სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება".
კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დაარსების 30 წლისთავს და მისი დამაარსებლის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს
10 ნოემბერი მეცნიერთა მსოფლიო დღეა მეცნიერება
10 ნოემბერი მეცნიერთა მსოფლიო დღეა დღეს, 10 ნოემბერს, მეცნიერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, პროგრამა "აინშატაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 23-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. ახალგაზრდა მეცნიერი ეკა ბაკურაძე მოსწავლეებთან ერთად ახლად გადაცემულ ლაბორატორიაში ცდებს ჩაატარებს.
"მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის" (WSDPD ) UNESCO-ს ინიციატივით, პირველად 2002 წლის 10 ნოემბერს აღინიშნა
გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოვდება ორდენით "ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი" მეცნიერება
გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოვდება ორდენით "ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი" 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩევლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის გოჩა ჩოგოვაძის დაჯილდოებას საფრანგეთის ორდენით – “ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი”.
ჯილდოს საფრანგეთის ხელოვნებათა და ფერწერის აკადემიის მდივანი არნო დოტრივი გადასცემს
სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა მეცნიერება
სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მანქანათა მექანიზმების თეორიის დარგში ქართული სკოლის ფუძემდებლის, დავით თავხელიძის (1910 – 1989) დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
დავით თავხელიძე სათავეში ედგა სივრცითი და სფერული სახსროვანი მექანიზმების კვლევისა და შესწავლის საქმეს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ერთ-ერთ განვითარებულ და მოწინავე სამეცნიერო მიმართულებას. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომელიც დაფუძნდა და განვითარდა თავხელიძის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც სათავეში უდგას მექანიზმების თეორიის შესწავლასა და განვითარებას საქართველოში
ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება მეცნიერება
დღეს, 4 ნოემბერს, აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდება. კონფერენცია 1-ელ ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემია (EASA)







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge