მეცნიერება



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება მეცნიერება
ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება 1-4 ნოემბერს საქართველოში აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემია (EASA)
სტუ-ს პროგრამული უზრუნველყოფის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ესტუმრა მეცნიერება
სტუ-ს პროგრამული უზრუნველყოფის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ესტუმრა 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამული უზრუნველყოფის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ კენგი და პენსტეიტის ოფისის კანცლერი კურტის პორტერი ესტუმრნენ
სტუ-ში STCU-ის ორგანიზებით სემინარი გაიმართა მეცნიერება
სტუ-ში  STCU-ის ორგანიზებით სემინარი გაიმართა 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (STCU) ორგანიზებით სემინარი გაიმართა. სემინარი ეძღვნებოდა საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მეცნიერების კომერციალიზაციასა და საქართველოს მეცნიერების კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. სხდომის სპიკერებმა STCU–ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ვიქტორ კორსუნს (რომელიც სხდომას უძღვებოდა), წინასწარ გაუგზავნეს ე. წ. SWOT-ანალიზი, რომელშიც წარმოდგენილი იყო მათი შეხედულებები საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სემინარზე SWOT-ანალიზების განხილვა მოეწყო
საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდება მეცნიერება
საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდება 27 ოქტომბერს, 10 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის დიდი ალეგენის დეკანს, პროფესორ კურტის პორტერსა და კარნეგი მელონის უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის აზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორს პროფესორ ჯონ კანგის შეხვდება
სტუ-ში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში მეცნიერება
სტუ-ში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში 25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში "First ATLAS South Caucasus Software/Computing Workshop & Tutorial - SCSWT'2010".
კონფერენციას აწყობს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN (ჟენევა, შვეიცარია) და მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილია 13 ექსპერტის ჩამოსვლა CERN -იდან
სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა მეცნიერება
სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; პასუხისმგებელი მთრგმნელობით საქმიანობაზე - ენებისა და კომუნიკატივისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მაკა ჩხეიძე; მდივანი - ასისტენტ-პროფესორი თ. ბონდარენკო; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, სრული პროფესორები: ბორის იმნაძე, თემურ ჯაგოდნიშვილი, თამარ მებუკე, ასოცირებული პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი
ნატოს საკითხებზე დაცული თემების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ მეცნიერება
ნატოს საკითხებზე დაცული თემების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დააჯილდოებს „ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსში“ გამარჯვებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს
სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს მეცნიერება
სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს 2010 წლის 10-13 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას “1-St International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science”
ზურაბ მგელაძეს “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” წოდება მიენიჭა მეცნიერება
ზურაბ მგელაძეს “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” წოდება მიენიჭა ქართველ მეცნიერს, პროფესორ ზურაბ მგელაძეს, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ 2010 წლის 14 აპრილის #218 გადაწყვეტილებით, “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” საპატიო წოდება მიანიჭა და საპატიო ნიშანი გადასცა. ზურაბ მგელაძე არის მინერალური რესურსების საერთაშორისო, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი, საერთაშორისო გეოთერმული, მსოფლიოს “მათემატიკური გეოლოგიის”, ამერიკის მენავთობე გეოლოგთა ასოციაციების წევრი, საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნება მეცნიერება
თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნება 20 სექტემბრეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნება. სესიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება. ფორუმის მიზანია, ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ჩართულობას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge