კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა 2 თებერვალს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა.
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი ჯეიმზ აუგუსტინ ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს რეთგერში, დუბლინის გარეუბანში დაიბადა
"REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს კულტურა, სპორტი
"REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს 6 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბ “33 ა”-ში ჯგუფი "REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. 2010 წლის 6 თებერვალს მუსიკოსს 65 წელი შეუსრულდებოდა.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "REGGAEon"-ის წევრმა მიხეილ იაშაღაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასეთი საღამო წელს პირველად ტარდება, თუმცა ამას მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა
"ქარავნში" ზვიად რატიანის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა კულტურა, სპორტი
"ქარავნში" ზვიად რატიანის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა არტკაფე "ქარავნში"'პოეტ ზვიად რატიანის ახალი კრებულის, "ნეგატივის", პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართა.
"ქარავანში" შეკრებილ საზოგადოებას რატიანმა ლექსები წაუკითხა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საღამოს ესწრებოდნენ თანამედროვე ქართველი პოეტები, მწერლები და მთარგმნელები
"თბილისის მსოფლიო თასი" დასრულდა კულტურა, სპორტი
"თბილისის მსოფლიო თასი" დასრულდასაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა "თბილისის მსოფლიოს თასი" 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით ასუმბანი (60 კგ.), შალვა ქარდავა (66 კგ),
ლევან წიკლაური (81 კგ.), მინდია ბოდაველი (90 კგ). ვერცხლს მედლები ერგოთ ბეთქილ შუკვანს (60 კგ.), ხვიჩა ხუციშვილს (81 კგ.), რევაზ ჩიკოიძეს (100 კგ.) ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ)
თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება კულტურა, სპორტი
თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება 30-31 იანვარს თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც სომხეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ხორვატიის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ჰოლანდიის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას
91 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჯერომ სელინჯერი კულტურა, სპორტი
91 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი  ჯერომ სელინჯერი აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ დევიდ სელინჯერი.
სელინჯერი 1919 წლის 1-ელ იანვარს ნიუ-იორკში. სახელი მოიხვეჭა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (1951). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი _ საგა გლასების ოჯახზე _ "ბანანა თევზის ამინდი" (1948), "ფრენი და ზუი" (1961), "ჭერი ასწიეთ, დურგლებო" (1963), "სეიმური -გაცნობა" (1963)
ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა დღეს, 29 იანვარს, რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.
ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი 1860 წლის 29 იანვარს (ძველი სტილით 17 იანვარს) ტაგანროგში დაიბადა. 1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 წელს - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა
"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია კულტურა, სპორტი
"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია 29 იანვარს, 18:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგის აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი "თენგიზ აბულაძე”. წიგნი შეიქმნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, თენგიზ აბულაძის იუბილესთან დაკავშირებით. 2009 წელს რეჟისორის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია  სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს 28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სალომე უჯარმელის ხსენების დღე (პეროჟავრა სივნიელთან ერთად) არის ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი.
სალომე უჯარმელი იყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწე. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს კულტურა, სპორტი
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს 27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ქალწულის, ნინოს გარდაცვალების დღეს აღინიშნავს. 09:00 საათზე დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge