კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
ეროვნულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ეროვნულ მუზეუმში გაიმართება წიგნის _ ”ქართული დაზგური ფერწერა XVIII ს-ის II ნახევარი, XX ს-ის 20-იანი წლები” _ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროსი კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა არსენიშვილი.
აღნიშნილი გამოცემა პირველი სამეცნიერო ნაშრომია, რომელშიც ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილური თავისებურებანი განსაზღვრულია ევროპულ-რუსულ ხელოვნებასთან მიმართებაში

"უნივერსში" ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა გაიხსნება კულტურა, სპორტი
"უნივერსში" ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა გაიხსნება 26 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ის გალერეა "უნივერსში" "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა. გამოფენაზე გამოვლინდება გამარჯვებული სურათები, რომლის ავტორებიც ფასიანი საჩუქრებთ დაჯილდოვდებიან
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ კულტურა, სპორტი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ დღეს, 24 იანვარს, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სვანეთში, ადრესაგაზაფხულო დღესასწაულს, ლამპრობას აღნიშნავენ. ხალხურ დღესასწაულს აღნიშნავენ წინწყაროში ჩასახლებული კოდორიდან დევნილებიც. ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრება და დევნილებს ამ დღეს პირადად მიულოცავს.
ლამპრობა დმანისის რაიონშიც ტარდება, სადაც ეთნიკური სვანები არიან ჩასახლებული.
ლამპრობა (სვანურად _ ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა
ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კულტურა, სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ელენე გედევანიშვილის ბრინჯაოს მედალი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ფიგურულ სრიალში პირველი ჯილდოა.
ელენე გედევანიშვილს მოკლე პროგრამის შემდეგ 60.82 ქულა ჰქონდა, ფინალურ ეტაპზე ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 50.20 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი _ 53.52 ქულა
ქართველი ხელბურთელები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში ფინელებს შეხვდებიან კულტურა, სპორტი
ქართველი ხელბურთელები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში ფინელებს შეხვდებიან 23 იანვარს ავსტრიის ქალაქ ლინცში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" ფინალურ მატჩს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს.
ფინალური მატჩისთვის ქართველი ხელბურთელები თბილისში ემზადებოდნენ და ირანის ნაკრებთან ორი ამხნაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც ქართველი ხელბურთელების გამარჯვებით დასრულდა
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს 21 იანვარს ეკლესია ქრისტიანობისთვის წამებული არაბის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
აბო, სავარაუდოდ, 757 წელს დაიბადა. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო

ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა 20 იანვარს რეჟისორ ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. ფელინი 1920 წლის 20 იანვარს იტალიის ქალაქ რიმინიში დაიბადა. რობერტო როსელინი ფელინიზე ამბობს: “პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღეს შინ არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგია გააჟღერა
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაული ჰქვია. ამ დღეს განცხადდა ყოვლადწმინდა სამება: ძე ღვთისა, იესო ქრისტე, ნათელს იღებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მდინარე იორდანეში, სულიწმინდა მტრედის სახით თავზე ადგას მას და ისმის ხმა მამაზეციერისა: ”ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში
ოპერის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება კულტურა, სპორტი
ოპერის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება 18 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. ვარსკვლავის გახსნამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ცერემონიალი _ შედგება რეჟისორ სალომე კობახიძის ფილმის, "ცისანას" პრეზენტაცია და გაიმართება საზეიმო კონცერტი ოპერის სოლისტების, ცისანა ტატიშვილის სტუდენტების, ოპერის თეატრის გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით (დირიჟორი _ რევაზ ტაკიძე)
"ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება კულტურა, სპორტი
"ევროვიზია 2010"-ზე  საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება "ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო.
კონკურსისთვის სიმღერის შერჩევა 3 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი სიმღერით წარდგება სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიაზე"







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge