სიახლე



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა სიახლე
დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე სკოლის დირექტორს შეხვდა.
მინისტრმა დირექტორების პრობლემები პირადად მოისმინა და ყველა საკითხის გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში არსებული ყველა საკითხის მოგვარება დიალოგის რეჟიმში ხდება. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რადგან სამინისტრო მაქსიმალურად ითვალისწინებს პედაგოგებისა და დირექტორების მოსაზრებებს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ცხრა უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ცხრა უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ცხრა უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება მოიცავს მხარეებს შორის თანმშრომლობას, საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად განხორციელებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ სტაჟირებას და ექსპერტების გაცვლას. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების გასავლელად ტესტირებით აიყვანს. იგი 3-იდან 6 თვემდე გაგრძელდება და ამის საშუალება წელიწადში 5 სტუდენტს მიეცემა
"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card-ს სთავაზობს სიახლე
"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card-ს სთავაზობს "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ პროდუქტს "Visa FIFA Card"-ს სთავაზობს.
"საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ჭილაძის განცხადებით, ახალი პროდუქტი "საქართველოს ბანკმა" მომხამრებელს "Visa International"-სთან ერთად შეიმუშავა, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწროს
4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება სიახლე
4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს გარდაცვლილი 4 მაღაროელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო
15 მარტს CEEMOS 2010 გაიხსნება სიახლე
15 მარტს CEEMOS 2010 გაიხსნება 15 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ’’ქორთიარდ მარიოტში’’ AIESEC საქართველო საერთაშორისო კონფერენციას, CEEMOS (სიიმოს) 2010 ოფიციალურად გახსნის.
გახსნის ცერემონიალი “ევროპის ახალგაზრდული სამიტია”, სადაც AIESEC საქართველო მიესალმება 120 საერთაშორისი დელეგატსა და თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების (მატ შორის იქნებიან ტექნიკური უნივერსიტეტის) 250 ქართველ სტუდენტს
იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია “კომპიუტერული დანაშაულის პროექტი" სიახლე
იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია “კომპიუტერული დანაშაულის პროექტი" იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია “კომპიუტერული დანაშაულის პროექტი". შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტები კომპიუტერული დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
გამოცდების ცენტრი სომხურენოვანი სკოლების აბიტურიენტებისთვის ღონისძიებას გამართავს სიახლე
გამოცდების ცენტრი სომხურენოვანი სკოლების აბიტურიენტებისთვის ღონისძიებას გამართავს დღეს, 2 მარტს, 14:00 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, განათლების სამინისტროსთან არსებულ ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კერძოდ, ქ. ახალქალაქის გამგეობის შენობაში, დაგეგმილია ღონისძიება სომხურენოვანი სკოლების აბიტურიენტებთან, რომლებიც აპირებენ ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიახლე
პრეზიდენტმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, განათლების რეფორმასა და ქვეყნის განვითარებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის გაჯანსაღება და პროგრესი, განათლების სისტემის განვითარების გარეშე ვერ მოხდება
ძმათა სასაფლაოზე გაიმართა აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ სიახლე
ძმათა სასაფლაოზე გაიმართა  აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით, დღეს, 25 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა მშვიდობიანი აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. სტუდენებმა პატივი მიაგეს იმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში
გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” სიახლე
გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის შენობაში პროფესორ არჩილ ფრანგიშვილისა (სტუ-ის რექტორი) და პროფესორ ოლეგ ნამიჩეიშვილის წიგნის _ “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” _ პრეზენტაცია გაიმართა.
"საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ" ფართო მკითხველისთვის საუბრის ფორმით დაწერილი წიგნია. იგი განიხილავს მეცნიერების სპეციფიკას როგორც ცოდნის სისტემას, სულიერი წარმოებისა და სოციალური ინსტიტუტის ფორმას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge