|
22-12-2011, 22:53
24 დეკემბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში ახალგაზრდა პოეტის, ილია კილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ილია კილაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის კუსდამთავრებული და სტუ-ის თანამშრომელია.
"როცა ერთად ვიქნებით" ილია კილაძის პირველი პოეტური კრებულია. საღამოზე ავტორთან ერთად ლექსებს მისი მეგობრები - თემურ ჩალაგაშვილი, დავით ქაშიაშვილი, გიორგი ლიპარიშვილი და სალომე სულაბერიძე წაიკითხავენ.
საღამოზე დასწრება თავისუფალია. |
|