”ღია გალერეაში” ცხინვალელი ფერმწერის ნოდარ გიუნაშვილის გამოფენა გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

”ღია გალერეაში” ცხინვალელი ფერმწერის ნოდარ გიუნაშვილის გამოფენა გაიხსნა კულტურა, სპორტი
17-09-2009, 17:11
[”ინტერპრესნიუსი”]
ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით დღეს, საგამოფენო დარბაზში ”ღია გალერეა” ცხინვალელი მხატვრის ნოდარ გიუნაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოდან” განუცხადეს, ქართველმა ფერმწერმა სამშობლოში პირველი პერსონალური გამოფენა 18 წლის შემდეგ გამართა.

ევროპაში მოღვაწე, მსოფლიოს ხელოვანთა წრეებში კარგად ცნობილი ფერმწერის ნამუშევრები ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ ერთხელ, 90-იანი წლების დასაწყისში იხილა.

1991-2008 წლებში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში. ევროპაში 18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ნოდარ გიუნაშვილმა სამშობლოში პირველად გამართა გამოფენა და ქართული საზოგადოების წინაშე სერიით ”მე და შენ” წარსდგა.

”ამდენი წლის შემდეგ პირველად გავბედე პერსონალური გამოფენის მოწყობა საქართველოში, რადგან ეს უდიდეს პასუხისმგებლობად მიმაჩნდა ჩემი პედაგოგების, კოლეგების და პუბლიკის წინაშე. საზღვრებს გარეთ უფრო მარტივად ვაძლევდი თავს ამის უფლებას.

ფონდს ”ღია საზოგადოება-საქართველო” განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ გამოფენის მოწყობაში, რადგან მათი დახმარების გარეშე ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა”,-განაცხადა მხატვარმა.

”ღია გალერეა” 29 სექტემბრამდე უმასპინძლებს ნოდარ გიუნაშვილის ნამუშევრებს, რის შემდეგაც იგი კვლავ საფრანგეთში, ქ.კოლმარში გაემგზავრება.

ნოდარ გიუნაშვილი დაიბადა 1960 წლის 20 სექტემბერს ცხინვალში. 1975-1978 წლებში სწავლობდა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პირველი გამოფენა თბილისში 1988-1991 წწ. გაიმართა.

მას შემდეგ საქართველოში პერსონალური გამოფენა აღარ ჰქონია, თუმცა მონაწილეობა აქვს მიღებული რიგ კოლექტიურ გამოფენებში. იგი არის იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
 
 

ასევე:

  • “უნივერსში” ნინო ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
  • გალერეა ,,უნივერსში” კერამიკული ყვავილების გამოფენა გაიხსნა
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუ-ის პროფესორის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
  • სტუ-ის ბიბლიოთეკაში თენგიზ მახარაშვილის გამოფენა გაიხსნა
  • სტუ-ში “დანტეს“ ხელოვნების სკოლის“ გამოფენა გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge