|
12-10-2012, 13:18
16 ოქტომბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან არსებული “ძვირფასი ლითონების’’ ექსპერტ-შემფასებელთა შემსწავლელი სპეციალიზებული კურსი იწყება.
კურსის გავლის მსურველებმა უნდა წარადგინონ საბუთები: ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დიპლომის ქსეროასლი; CV ან ავტობიოგრაფია. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 238-25-88, 577 42-83-47, 593 27-24-65. მის.: 0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, III კორპუსი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ოთახი 343.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ტესტირების სერტიფიცირებული ლაბორატორია ახლახან განახლდა და აღიჭურვა. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი სპეციალისტებით. სრულდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი მაღალი სანდოობის ანალიზები ოქროს, ვერცხლის, პალადიუმის, პლატინის, ოსმიუმის და მათი შენადნობების ქიმიური შემცველობის დასადგენად. ლაბორატორიაში ხორციელდება სამეცნიერო გრანტები, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო სამუშაო და სახელშეკრულებო თემები. |
|