ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა მეცნიერება
4-01-2010, 02:06
4 იანვარს ინგლისელი ფიზიკოსის, მათემატიკოსის, ასტრონომის, ალქიმიკოსისა და ფილოსოფოსის, ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა.
სერ ისააკ ნიუტონი 1643წელს გრემთემის მახლობლად, სულსთორპში დაიბადა. მისი მოღვაწეობა კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ნიუტონი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომია "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება. მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).
ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში) და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.
ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.
ნიუტონი 1727წლის 31 მარტს კენსინგტონში გარდიცვალა.
 
 

ასევე:

  • ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა
  • ნიკო მუსხელიშვილის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა
  • ათი წლის გოგონამ ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge