სტუდენტებმა პოლონეთის საელჩოსთან გვირგვინები მიიტანეს » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტებმა პოლონეთის საელჩოსთან გვირგვინები მიიტანეს ---
13-04-2010, 01:49
ქართველმა ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ყვავილები და გვირგვინები მიიტანეს. სტუდენტების განცხადებით, ისინი პოლონელ ხალხს პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო თანაგრძნობას უცხადებენ. "მიგვაჩნია, რომ საქართველომ ლეხ კაჩინსკის სახით მნიშვნელოვანი მეგობრები დაკარგა", - აცხადებენ ახალგაზრდები.

“ევროპულ სახლში” პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გახსნა. “ევროპულ სახლში”, ძირითადად, გამოფენილია აგვისტოს ომის დროს საქართველოში ლეხ კაჩინსკის ვიზიტის ამსახველი ფოტოები.როგორც გამოფენის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ლეხ კაჩინსკი იყო პოლონეთის ნამდვილი ლიდერი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა თავისუფლებისთვის და ბოლომდე იყო თავისუფალი ადამიანი. “კაჩინსკი იყო ნამდვილი ევროპელი მოღვაწე, რომელიც ევროპული ღირებულებებით ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს დიდი მეგობარი იყო”, _ განაცხადა მან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყოველთვის გვერდით ედგა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ლეხ კაჩინსკის გვერდით დგომა არასოდეს დაავიწყდება. ქართველი ხალხის პატივისცემის დასტურად კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის გარემოებაც დაასახელა, რომ ლეხ კაჩინსკისადმი პატივის მისაგებად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რიგები დგას. “პოლონეთმა დაკარგა ლიდერი, ევროპამ დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე, საქართველომ კი – დიდი მეგობარი”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ლეხ კაჩინსკისთან ერთად დაიღუპნენ ის პოლონელი მოღვაწეები, რომლებიც საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგნენ და საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდნენ. ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.

ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელზე თბილისში, მთაწმინდის გორაზე ხე დარგეს. გამწვანების აქცია მთაწმინდის გორაზე თბილისის მერიის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მის ფარგლებში 1000-მდე კავკასიური, შავი ფიჭვის ნერგი დაირგა. აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, თბილისის პირველმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და დედაქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. “გამწვანების აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს და პოლონეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩვენს დამოკიდებულებას ასე გამოვხატავთ", - აღნიშნა ხაჩიძემ.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია საკრებულოს ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს. აღსანიშნავია, რომ უგულაგამ პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გახსნილ სამძიმრის წიგნში საკუთარი ჩანაწერიც დატოვა. "მოსწავლე-ახალგაზრდობის" სასახლეში, სადაც სამძიმრის წიგნია გახნილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილიც იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპულ კოლეგა ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ლეხ ალექსანდერ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს ვარშავაში დაიბადა. დაამთავრა ვარშავისა და გდანსკის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტები. 1971-1997 გდანსკის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1977 წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა მუშათა უფლების დაცვის კომიტეტში "სოლიდარობა". იყო ლეხ ვალენსას თანამებრძოლი. 1980 წელს "სოლიდარობის" 1-ლი ყრილობის დელეგატი გახდა და აქტიურად ჩაება გდანსკში მიმდინარე მუშათა აქციებში. 1983-1984 წლებში "სოლიდარობის" პროფკავშირში მოღვაწეობდა და მისი ხელმძღვანელი გახდა. 1988 წელს "სოლიდარობის" სრულიად პოლონეთის ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს. 1989 წელს ამ კომისიის პრეზიდიუმის წევრი გახდა, ხოლო 1990 წელს _ თავმჯდომარის მოადგილე. 1989 წელს ლეხ კაჩინსკი სენატის წევრად აირჩიეს, 1991 წელს კი სეიმის წევრად. 1991 წელს სათავეში ჩაუდგა ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში. 1992-1995 წლებში ცენტრალურ აუდიტორიულ კომისიას ხელმძღვანელობდა. 1990-იან წლებში პარტია ცენტრისტული ძალების შეთანხმების ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2000-2001 წლებში ეჟი ბუზეკის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2001 წელს ძმასთან, იაროსლავთან ერთად შექმნა პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართლიანობა, რომელმაც იმავე წელს პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 9,5 % მიიღო. 2001 წელს ამ პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს, თუმცა 2003 წელს ამ თანამდებობაზე იგი მისმა ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ შეცვალა. 2002 წელს ლეხ კაჩინსკი ვარშავის მერად აიჩიეს. 2005 წელს ლეხ კაჩინსკიმ გააკეთა ოფიციალური განაცხადი იმის შესახებ, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას. ამავე წელს იგი პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს. 2006 წლის 14 ივლისს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ პრემიერ-მინისტრად თავისი ძმა იაროსლავ კაჩინსი დანიშნა. თუმცა შემდეგ 2007 წლის 16 ნოემბერს იაროსლავი ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკმა შეცვალა.

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკას გარდა, თვითმფრინავში პოლონეთის დევნილობაში მყოფი ბოლო პრეზიდენტი რიჩარდ კაჩაროვსკი, პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი იანუშ კუტირკა, პოლონეთის მხედრობის ეპისკოპოსი, გერენალი თადეუს პლოშკი, პლონეთის არმიაში მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მირონ ჩოდაკოვსკი და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლავომირ სკშიპესკი იმყოფებოდნენ. "ტუ-154" -ს ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი მგზავრობდა, ცოცხალი არავინ გადარჩენილა. თვითმფრინავის ბორტზე 85 მგზავრი და ეკიპაჟი იმყოფებოდა.

"ტუ-154" მგზავრთა სია :

ლეხ კაჩინსკი _ პოლონეთის პრეზიდენტი,
მარია კაჩინსკა _ პრეზიდენტის მეუღლე,

ოფიციალური დელეგაციიის წევრები:

1. რიჩარდ კაჩოროვსკი _ დევნილობაში მყოფი პოლონეთის ბოლო პრეზიდენტი,
2. კშიშტოფ პუტრა _ სეიმის ვიცე-სპიკერი,
3. ეჟი შმაიდზინსკი _ სეიმის ვიცე-სპიკერი,
4. კრისტინა ბოჩენეკი _ სეიმის ვიცე-სპიკერი,
5. ეჟი ბახრი _ პოლონეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში,
6. ვლადისლავ სტასიაკი _ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი,
7. ალექსანდრე შიგლო _ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი,
8. იაცეკ სასინი _ სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის მოადგილე,
9. პაველ ვიპიჩი _ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის კანცელარიაში,
10. მარიუშ ხანდზლიკი _ სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრეზიდენტის კანცელარიაში,
11. ანდჟეი კრემერი _ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
12. სტანისლავ კომოროვსკი _ თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე,
13. ტომაში _ კულტურის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის მოადგილე,
14. ფრანტიშეკ გონგორი _ პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ,
15. ანჟეი პშევოზნიკი _ ხსოვნის დაცვის საბჭოს მდივანი,
16. მაცეი პლაჟინსკი _ "პოლონური სათვისტომოს" ასოციაციის პრეზიდენტი,
17. მარიუშ კაზანა _ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის პრეზიდენტი,

პოლონეთის პარლამეტის წევრები:

1. ლეშეკ დეპტულა _ დეპუტატი,
2. გრიგორი დოლნიაკი _ დეპუტატი,
3. გრაჟინა გენსიცკა _ დეპუტატი,
4. პრჟემისლავ გონსევსკი _ დეპუტატი,
5. სებასტიან კარპინიუკი _ დეპუტატი,
6. იზაბელა იარუგა-ნოვაცკაია _ დეპუტატი,
7. ზბიგნევ ვასსერსანი _ დეპუტატი,
8. ალექსანდრა ნატალი-სვიატი _ დეპუტატი,
9. არკადიუშ რაიბიკი _ დეპუტატი,
10. იულანდა შირემანეკი-დერეში _ დეპუტატი,
11. ვესლავ ვოდა _ დეპუტატი,
12. ედუარდ ვოიტასი _ დეპუტატი,
13. იანინა ფეტლინსკაია _ სენატორი,
14. სტანისლავ ზაიაცი _ სენატორი ,

თანმხლები პირები:

1. იანუშ კოხანოვსკი _ ომბუდსმენი,
2. სლავომირ სკპჯიპეკი _ პოლონეთის ნაციონალური ბანკის პრეზიდენტი,
3. იანუშ კუტირკა _ ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი,
4. იანუშ კრუპსკი _ ვეტერანებისა და რეპრესირებულ პირთა სამმართველოს დირექტორი,

რელიგიური მოღვაწეები:

1. თადეუშ პლოსკიი _ ეპისკოპოსი, გენერალ-მაიორი,
2. მირონ ხოდაკოვსკი _ მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსი,
3. ადამმ პილჩი _ ევანგელისტური კაპელანი, პოლკოვნიკი,
4. იან ოსინსკი _ პოდპოლკოვნიკი.

ამას გარდა, დელეგაციაში ასევე იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კატინის ტყეში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები.

ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.

პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის კატინის ტრაგედიის წლისთავზე ამ ტრაგედიის სიმძიმეზე, რუსი და პოლონელი ხალხების ურთიერთობაზე უნდა ესაუბრა. გამოსვლის ტექსტი, რომელიც კაჩინსკის უნდა წაეკითხა, "რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა.

პოლონეთის პრეზიდენტის გამოსვლაში აღნიშნულია, რომ 1940 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოყვანილი 21 ათასი პოლონელი პატიმარი დახვრიტეს. კაჩინსკი აღნიშნავდა, რომ საშინელი დანაშაული სტალინის ნებით და საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით ჩაიდინეს. პოლონეთის პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და მესამე რეიხის კავშირის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და პოლონეთზე 1939 წლის 17 სექტმბერს თავდასხმის კულმინაცია კატინის დანაშაული გახდა. კატინში, ტვერში, ხარკოვში თუ დასჯის სხვა ადგილებში დახოცეს პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მოქალაქეები – ადამიანები, რომლებიც პოლონეთის სახელმწიფოს საფუძველს ქმნიდნენ. "ამ გზაზე ყველაზე ტრაგიკული გაჩერება კატინი იყო. პოლონელი ოფიცრები, მღვდლები, მოსამსახურეები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, ციხის თანამშრომლები პროცესებისა და ბრალდებების გარეშე გაანადგურეს. ისინი გამოუცხადებელი ომის მსხვერპლი გახდნენ", - აღნიშნულია კაჩინსკის გამოსვლაში. მასში ნათქვამია, რომ კომუნისტები და ომის შემდგომი პოლონეთი ამ დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და დაღუპულების ნათესავებს საჯაროდ გლოვაც კი აუკრძალეს, თუმცა ამ ადამიანებმა ახლობლების ხსოვნა დაიცვეს და მომავალ თაობებს გადასცეს. ამის გამო კაჩინსკი კატინის მსხვერპლთა ოჯახებს მადლობას უხდიდა და მათ მიმართ პატივისცემას უსვამდა ხაზს.

პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 კაცი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.
 
 

ასევე:

  • პოლონელი პროფესორები სტუ-ში შეხვედრას მართავენ
  • საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
  • სტუ-სა და პოზნანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • დღეს "პირველი კულტურული ორკესტრის" პრეზენტაცია გაიმართება
  • ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge