საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტები საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტები საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებენ მეცნიერება
19-12-2010, 23:22
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ტორონტოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა იყო.

ტორონტოს უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში, განსაკუთრებით საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით, რაც საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

შეხვედრისას დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა სტუდენტთა გაცვლის, საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში გამოცდილების გაზიარებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსტრი დიმიტრი შაშკინი რამდენიმე დღეა, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კანადურ მასწავლებელთა დასაქმების ორგანიზაცია Footprints Recruting Incorporations-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Footprints Recruting Incorporations-ი 2010 წლის მარტიდან „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რომელიც მიზნად ისახავს ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში ჩამოყვანას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში ჩამოსული მოხალისე ინგლისურენოვანი პედაგოგების რაოდენობა 2011 წელს 1500-მდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში. ინგლისური ენის პედაგოგებს კი მიეცემათ საშუალება, გაიუმჯობესონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ინგლისურ ენაში. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება. პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. 2011 წელს მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება. ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში. მათ უკვე შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრირება, ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.
 
 

ასევე:

  • ESL certified-თან მემორანდუმი გაფორმდა
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კანადაში გაემგზავრა
  • დიპკორპუსს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ანგარიში წარუდგინეს
  • TLG-ის წარმომადგენლები უცხოელ მასწავლებლებს შეხვდნენ
  • საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge