საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში მესამე შეხვედრა მოიგო. ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები სტუმრად 13:12 დაამარცხეს.
შეხვედრაში ერთადერთი ლელო საქართველოს ნაკრების მორაგბემ დავით კაჭარავამ მატჩის პირველ ტაიმში გაიტანა. გარდა ამისა, ქართველებმა ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. მათი ავტორი ლაშა მალაღურაძეა. პორტუგალიელებმა ქართველებს 4 ჯარიმა გაუტანეს. მატჩის ბოლო წუთზე მსაჯმა პორტუგალიელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. მისი ზუსტად შესრულების შემთხვევაში, პორტუგალია მატჩს მოიგებდა. თუმცა პორტუგალიელმა მორაგბემ მიზანს ააცილა.
ქართველმა მორაგბეებმა დღეს, ლისაბონში ევროპის ერთა თასის გათამაშების რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებმა მანამდე დიდი ანგარიშით უკრაინა და ესპანეთი დაამარცხა.