სიახლეები აპრილი 2015 წელი » News.GTU.ge



«    აპრილი 2015    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საჯარო ლექცია „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“ სიახლე
22 აპრილს, 17:30 სთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ორგანიზებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“
დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 5000 ძირი იფანი დაირგო სიახლე
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, გამწვანების მორიგ აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე სიახლე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი
სტუ-ის პროფესორი ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში კვლევების ჩასატარებლად მიიწვიეს სტუ
სტუ-ის პროფესორი ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში კვლევების ჩასატარებლად მიიწვიეს. ინგლისის საინჟინრო და ფიზიკური კვლევების საბჭოს (EPSRC) გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის (ინგლისი) მიერ წარდგენილმა პროექტმა და მიიღო კვლევითი გრანტი EP / M013545 / 1 „ლოკალიზებული სასაზღვრო-სივრცული ინტეგრალური განტოლებების მეთოდი არაწრფივი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“
ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუ-ში შეხვედრას გამართავს სტუ
20 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) საერთაშორისო პროგრამების მარკეტინგის მენეჯერი კეიტ კიისელი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობს ესტონეთსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყანაში
„გარანტი“ ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობას უხდის სტუ
თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „გარანტი“ მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტს და მის სამართლის დეპარტამენტს, რომელმაც უზრუნველყო აღნიშნული კოლეჯის კრიმინალისტიკის პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლა ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში
სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ სტუ
სტუ-ის სტუდენტები კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პირველი კურსის სტუდენტები - ეთერ ბურდულმა, ანა პაპავა და მეორე კურსის სტუდენტი სალომე გვაზავა კონკურსში „არა ძალადობას!“ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ
ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში სტუ
ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში ჩატარდა სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა დაპროგრამებაში
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოგებით დაიწყო სტუ
სპორტკომპლექს არენაში თბილისური ტურის ორი მატჩი გაიმართა.მოსკოვის ფიზკულტურის აკადემიის გუნდმა ხარკოვის უნივერსიტეტი 88:51 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კალინინგრადის იმანუილ კანტის სახელობის უნივერსიტეტი 90:78 დაამარცხა
ესპანელი პოსტდოქტორის სტუ-ში ჩატარებული აქტივობის ანგარიში სტუ
ესპანელი პოსტდოქტორის სტუ-ში ჩატარებული აქტივობის ანგარიში ერაზმუს მუნდუსის პროგრამის პროექტ TEMPO-ს ფარგლებში, 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ელექტროქიმიური ტექნოლოგიების მიმართულებაზე იმყოფება ახალგაზრდა მკვლევარი სარა კალავაჩე გილი კორდობის უნივერსიტეტიდან (ესპანეთი)







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge