სიახლეები ოქტომბერი 2015 წელი » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2015    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მეცნიერს აღუდგება სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეს და ეკუთვნის სიახლე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უწყების მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით მეცნიერის სტატუსი მყარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და თანმდევ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს
სტუ-ში ნაშრომის - ,,ჰონკონგი, ჩინეთი - 1997“ - პრეზენტაცია გაიმართება ---
სტუ-ში ნაშრომის - ,,ჰონკონგი, ჩინეთი - 1997“ - პრეზენტაცია გაიმართება 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში პრეზენტაცია გაიმართება
ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს სტუ
ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიამ მამულაშვილი ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს. იგი ერთადერთი ქართველია, რომელიც ევოპარლამენტში სტაჟირებას გადის
„თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიას გახსნის სტუ
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, თავისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ კოხოძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი დავით გოგინაშვილი და სხვები
სტუ-ის სტუდენტებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის გრანტის მოპოვების საშუალება ეძლევათ სტუ
ხვალ, 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. „განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ფონდი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას კონკურსის - „გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის” - შესახებ
ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა სიახლე
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ექსპერტები, დრგის ინვესტორები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები
საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა სიახლე
2015-16 წლების საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის, ნინო წერეთელის ინფორმაციით, შემოდგომის სემესტრის მობილობაში მონაწილეობა 63 უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო და 13 797 ვაკანტური ადგილი დარეგისტრირდა
აქცია-კონცერტი “მე ვარ სტუდენტი” სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად და მისალოცად გაიმართა პირველკურსელთა დასახვედრი აქცია-კონცერტი
ტიანცზინის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში სტუ
28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ტიანცზინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლი ქსუიანი (Li Xuyan), უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები
პროექტი "ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის" სტუ
პროექტის "ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის" (მე-2 ეტაპი) ფარგლებში, 15 ოქტომბერს, 12.00 სთ., ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მკვლევარი, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიმართულებების დოქტორი ა. რზეპკა ჩაატარებს (ინგლისურ ენაზე) სემინარს: „The development of foreign investments and transnational corporations in the context of Special Economic Zones. The cross-sectional analysis on the example of Poland “ (Speaker - Assistant Professor Lublin Technological University, PhD Agniszka Rzepka)







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge