ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები დაასახელეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები დაასახელეს კულტურა, სპორტი
16-06-2011, 23:31
ლიტერატურული კონკურსი „საბას" პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსის ჟიურიმ „საბას" წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 146 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 58 საუკეთესო მოხვდა.

ივნისის მიწურულს თიბისი ბანკში "საბას" რიგით მეცხრე დაჯილდოება საზეიმოდ გაიმართება. „საბას" პრიზებსა და ფულად პრემიებს 2010 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები მიიღებენ.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. საპრემიო ფონდი შეადგენს 40 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

5-კაციანი ჟიურის მიერ, პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი.

იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

წელს „საბას" ნომინაციების რაოდენობას ერთი ნომინაცია დაემატა. კერძოდ, „წლის საუკეთესო კრიტიკა" ორგანიზატორებმა ცალკე ნომინაციის სახით გამოყვეს და ამით „საბამ" შექმნა დამატებითი სტიმული, რათა ლიტერატურის კრიტიკოსები მეტად გააქტიურდნენ და უფრო მეტი წიგნი გამოიცეს ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით.

შესაბამისად, ნაცვლად ტრადიციული 8 ნომინაციისა, წელს „საბა" 9 ნომინაციაში გაიცემა.

ამ ნომინაციების მიხედვით კი "საბას" წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

1. ნინო თარხნიშვილი, "სათაური 37-ე გვერდზე" (დიოგენე)
2. გურამ მეგრელიშვილი, "ადამიანის ქალაქი" (დიოგენე)
3. ბესო სოლომანაშვილი, "რეისი ლონდონი-ზუზუმბო" (დიოგენე)
4. ზურაბ ლეჟავა, "უხურდავებელი მონეტა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. ლადო კილასონია, "როცა უკვე დაგვაგვიანდა" (პეგასი)
6. მაკა მიქელაძე, "მე და ჩემი კუსტურიცა" (სიესტა)
7. გიგი თევზაძე, "უცნობი წიგნები ქართველებისთვის" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)


წლის საუკეთესო რომანი

1. ერლომ ახვლედიანი "კოღო ქალაქში" (სიესტა)
2. გურამ მეგრელიშვილი, თამაზ დემეტრაშვილი "Iრატტა.რუ" (ალიანსი)
3. ბასა ჯანიკაშვილი "ომობანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. თამაზ ექვთიმიშვილი "აქ, ამ ქალაქში" (შემეცნება)
5. ლადო კილასონია "აბლაბუდას ზღაპარი" (პეგასი)


წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1. ლელა სამნიაშვილი, "ფრაქტალები" (სიესტა)
2. გივი ალხაზიშვილი, "ჩაბრუნებული მზერა" (საუნჯე)
3. ეკა ქევანიშვილი, "აქ ნუ დადგებით" (დიოგენე)
4. დათო ყანჩაშვილი, "სიფხიზლის გამო" (დიოგენე)
5. პაატა შამუგია, "უპირატესობა" ( დიოგენე)
6. თემურ ჩხეტიანი, "უადრესატოდ" (დიოგენე)
7. კატო ჯავახიშვილი, "მარცხნივ" (საუნჯე)
8. ნიკა ჯორჯანელი, "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის" (საუნჯე)
9. ქეთი ნიჟარაძე, "წაუკითხავი ლექსები" (ინტელექტი)


წლის საუკეთესო პიესა

1. დათო გაბუნია, "სხვისი შვილები, საპნის ოპუსი" (სიესტა)
2. შოთა იათაშვილი, "მავედრებელი" (ჟურნალი "აფრა", 2010)
3. ზურაბ კანდელაკი, "სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო!"(ალ.ორბელიანის საზოგადოება)
4. ლაშა ბუღაძე "თავი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. თამარ ბართაია "სათამაშო პისტოლეტი" (ჟურნალი ლიტ. პალიტრა",#6,2010)
6. თამაზ ექვთიმიშვილი "პუანტები"(ჟურნალი "ლიტ.პალიტრა,#7, 2010)
7. ირაკლი სოლომანაშვილი "მაპატიე, დედიკო!", "მარილი" (ჟურნალი ლიტ. პალიტრა" და "ქართული მწერლობა", #12, 2010)
8. მანანა დოიაშვილი "ერთი ტყვიაც, რა, ღმერთო!" (ჟურნ. "თეატრი და ცხოვრება", #2, 2010)


წლის საუკეთესო დებიუტი

1. თამთა მელაშვილი, "გათვლა" (დიოგენე)
2. მიშა ბახსოლიანი, "ყველას უყვარს მარი" (დიოგენე)
3. ირმა არჩუაშვილი, "ინო" (საარი)
4. ოლესია თავაძე, "სევდიანი ჩანაწერები" (ალ.ორბელიანის საზოგადოება)
5. ლუკა ბაქანიძე, "ღმერთი ჩემი მოხეტიალე" (კავკასიური სახლი)
6. ნატა ვარადა, "ერთი საათით გვიან" (ალ.ორბელიანის საზოგადოება)
7. ირაკლი კაკაბაძე, "წერილები და მავთულხლართები" (კავკასიური სახლი)
8. დევი ბერძენიშვილი (მთარგმნელი), კნუტ ჰამსუნის "შიმშილი" (არეტე)


წლის საუკეთესო თარგმანი

1. გიორგი კახაბერი, ჟან ჟენეს "ნოტრ-დამ-დე-ფლერი" (დიოგენე)
2. ლია ჩლაიძე, ორჰან ფამუქის "მე წითელი მქვია" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. მაია ქაცანაშვილი, მარტენ პაჟის "როგორ გავხდი იდიოტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. გიორგი ლობჟანიძე, საადი შირაზელის "გოლესთანი" (კავკასიური სახლი)
5. მერი ტიტვინიძე, ხულიო კორტასარის "კლასობანა" (არეტე)
6. ლელა დუმბაძე, "განდი" (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი)
7. თემურ ხანთაძე, "ავსტრიული მოთხრობა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
8. გივი კიკილაშვილი, ფეოდორ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" (მხატვრული ლიტერატურა)


წლის საუკეთესო კრიტიკა

1. ნუგზარ მუზაშვილი, "გაქცევა ისტორიიდან" (დიოგენე)
2. შოთა იათაშვილი, "დალაგება" (საუნჯე)


წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1. ნაირა გელაშვილი, „ჰოლდერლინი" (კავკასიური სახლი)
2. ინგრიდ დეჰრავე, თამარ ბაბუაძე „ცხოვრება მუზეუმში" (ლინკი)
3. გიორგი კაკაბაძე, "ნიკო ფიროსმანი - დაკარგული უბრალოების ძიება" (პეგასი)
4. დათო ტურაშვილი, "ამერიკული ზღაპრები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. გივი ალხაზიშვილი, "მომავალი წარსული" (სიესტა)
6. ლევან ბერძენიშვილი, "წმინდა წყდიადი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
7. ლია სტურუა, "ბედნიერი სიჩუმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
8. ლევან ბრეგაძე, "მოგზაურობა "კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე" (არტანუჯი)
9. პაატა ქურდაძე, "ფსიქოდელიური ქრონიკა" (სიესტა)
10. თამარ ფხაკაძე, "გმირი" (პრაიმ-თაიმი)
11. რუსუდან ჩოლოყაშვილი, ეკა ჩხეიძე, ნინო ბალანჩივაძე, ნესტან რატიანი, ირმა ყველაშვილი "ანტისაბჭოური სიტყვიერება" (ნეკერი).
 
 

ასევე:

  • "საბას" ნომინანტები დაჯილდოვდნენ
  • ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები დაასახელეს
  • პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • ლიტერატურულ კონკურს "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • “საბას” ჟიურიმ 3 ნომინაციის ფინალისტები გამოაცხადა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge