|
28-05-2012, 14:10
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ კონკურსის 3 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. დარჩენილი 5 ნომინაციის ფინალისტების ვინაობა ივნისში გახდება ცნობილი.
უკვე ცნობილია იმ ავტორების ვინაობა, ვინც საუკეთესო პროზაული კრებულის, რომანის და ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციებში შეეცილებიან ერთმანეთს "საბას" პრესტიჟულ ჯილდოს.
თიბისი ბანკის მიერ დაწესებული პრემია "საბა" წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. დანარჩენი ნომინაციების ფინალისტებს კონკურსის ჟიური ივნისში გამოაცხადებს.
თითოეული ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა კი "საბას" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც წელსაც თიბისი ბანკის სათაო ოფისის ეზოში, პომპეზურად გაიმართება. "საბას" გამარჯვებული ავტორები ბანკისგან სოლიდურ ფილად პრემიასაც მიიღებენ. წლევანდელი საპრემიო ფონდი 40 ათასი ლარია, რომელიც 9 გამარჯვებულს გადაეცემა.
კვლავ კონფიდენციალური რჩება კონკურსის 5-კაციანი ჟიური, რომელიც უკვე 3 თვეა განიხილავს "საბაზე" წარმოდგენილ 200-მდე წიგნს. რაც შეეხება უკვე გაცხადებული 3 ნომიაციის ე.წ. შორტ ლისტს, მასში, ჟიურის შეფასებით, შემდეგი წიგნები და ავტოპრები მოხვდნენ:
წლის საუკეთესო რომანი: ზაზა ბურჭულაძე - გასაბერი ანგელოზი - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; აკა მორჩილაძე - Oბოლე - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; ირაკლი სამსონაძე - ლეას-საათი - ინტელექტი; ზურაბ ქარუმიძე - მელია ტულეფია: ოხტროტ - სიესტა;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ზვიად კვარაცხელია - ყიფლიბანდი - ინტელექტი; ზურაბ ლეჟავა - სინაღდე სიყალბისა - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მიხო მოსულიშვილი - მადლის ქვა - სიესტა დავით ქართველიშვილი - 6 სიზმარი - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; ცირა ყურაშვილი - ხიზნები კომანის - ინტელექტი; ბესო ხვედელიძე - წითელი - საუნჯე;
წლის საუკეთესოLლიტერატურული კრიტიკა: ივანე ამირხანაშვილი - თავისუფლების პარადოქსები - ინტელექტი; ლევან ბრეგაძე - ლიტერატურული (გამო)ძიებანი - არტანუჯი; მაკო ჯანჯიბუხაშვილი - მითის პოეტური ტრანსფორმაცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში - წყაროსთვალი; |
|