“მოდინახეში” სპექტაკლი “პილონი” იქნება წარმოდგენილი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

“მოდინახეში” სპექტაკლი “პილონი” იქნება წარმოდგენილი სტუ
28-06-2011, 00:05
30 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრ “მოდინახეში” (კოსტავას ქ. 69) წარმოდგენილი იქნება დრამატურგ რეზო კლდიაშვილის პიესა ”პილონი”, რომელიც ჯონ სტაინბეკის მოთხრობის ”ტორტილა ფლეტის” მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლის რეჟისორია ნუგზარ ბუცხრიკიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი რეზო კლდიაშვილის პიესით ”პილონი”, 2011 წლის 14 და 15 ივნისს გერმანიაში, კარლსრუეს ”სანდკორნ თეატრში” იყო მიწვეული.

გაზეთი “კარლსრუეს კურიერი” სპექტაკლთან დაკავშირებით წერდა: “თეატრის მოყვარულმა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოდან გვესტუმრნენ, წარმოადგინეს სპექტაკლი ქართულ ენაზე. მიუხედავად ამისა, ენობრივი ბარიერი არ შექმნილა, რადგან მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია, ქორეოგრაფია და ორიგინალური გამომსახველობითი ხერხები მაღალ დონეზე იყო. ამდენად, უცხოელ მაყურებელს დისკომფორტი არ შეჰქმნია”.

”პილონს ისევ სჯერა სიკეთის” - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა “badischen neuesten nachrichten”-მა თეატრის კრიტიკოსის უტე ეპიგნერის სტატია. ეპიგნერი წერს, რომ ”პილონი” პუბლიკისთვის მიმზიდველი პიესაა. მასში ნაჩვენებია სასოწარკვეთა, ცხოვრების სირთულეები, მწუხარება და ეს ყველაფერი კომედიური ხერხებითაა მოწოდებული. მოქმედება ვითარდება 30-იანი წლების კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერიეს გარეუბნის ტორტილა ფლეტის სასაფლაოზე, სადაც თერთმეტი წლის განშორების შემდეგ პილონი ბრუნდება და სტუმრობს სასაფლაოზე ”გადმოსახკებულ” უბნელებს: პოლიციელს, საროსკიპოს მეპატრონეს დორა უილიამსს, მეძავე მადლენს, კავკასიელ პაისანოს ქუთაისელ ჟორჟს, რომელიც პილონს განძის პოვნაში დაეხმარებას აღუთქვამს, იმ პირობით, თუ ის მშობლიურ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, მშობლებთან გადაასვენებს. აქ არის პიხარიტო, ძაღლად ქცეული ადამიანი, რომელიც პილონს მეგობრის, დენის საფლავისა და განძის პოვნაში დაეხმარება. მიუხედავად გაუხარელი ცხოვრებისა, პილონს სჯერა, რომ სიკეთე მაინც გაიმარჯვებს”.

“badischen neuesten nachrichten”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდინახესა” და გერმანიის “სანდკორნ” თეატრს შორის მჭიდრო მეგობრული შემოქმედებითი კავშირი არსებობს. კარლსრუესა და თბილისში წელიწდში ერთხელ იმართება სპექტაკლების ჩვენება. ამჯერად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ქალაქის ბურგომისტრმა მარგარეტ მერგენმა მიიღო. ქალბატონმა მერგერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განსაკუთრებული მიღებისთვის გერმანელ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. მიღების დღეს ქალაქის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა.
 
 

ასევე:

  • "მოდი ნახემ" გერმანიაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • "მოდინახეში" საქველმოქმედო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი
  • თეატრ-სტუდია "მოდი ნახეში" სპექტაკლ “პილონის” პრემიერა გაიმართა
  • უცხოელი ხელოვანები ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებებს მართავენ
  • პრემიერა “მოდი ნახეში”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge