|
10-03-2013, 18:08
12 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ “მოდინახეში” საქველმოქმედო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი, “ჟურნალისტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად”, ფონდი “საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის” და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი “მოდი ნახე’’ წარმოადგენს საქველმოქმედო სპეკტაკლს “თეთრი ბაირაღები” (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით). ბილეთის ფასია 10 ლარი. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა 8 წლის თენგო ზაკაშვილს.
აღსანიშნავია, რომ დღეს იმართება დახურული ჩვენება ტელევიზიებისთვის და ჟურნალისტებისთვის (თბილისი, მ. კოსტავას 77, სტუ-ის მე-2 კორპუსი, მე-3 სართული თეატრ-სტუდია "მოდინახე”). |
|