საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდი ნახეში” გაიმართა კლასიკური მუსიკისა და ჯაზის საქველმოქმედო საღამო, რომლის ბილეთების გაყიდვიდან და შემოწირულობის სახით შემოსული თანხა მოხუცთა სახლს მოხმარდება.
საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსის III სტუდენტების მიერ შქმნილი საინიციატივო ჯგუფი “გული გულს“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად.