|
11-04-2014, 18:18
ხვალ, 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში,გიორგი ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში,გაიმართება გიორგი ცხვიტარიას ლექსების კრებულ “დახატულის” პრეზენტაცია.
გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება ქველმოქმედებას.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლი “ქართველო”, ჯგუფი “ლაბირინთი”, ანა მალაზონია, ანა ჭუნაშვილი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გიორგი ცხვიტარია არის რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ნომინანტი (2013 წ.). ამავე წელს მეგობარ პოეტებთან ერთად დააარსა პოეტური ორდენი ”კოლხეთის საძმო”. 2009 წლიდან მისი შემოქმედება იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში და ვრცელდება ტელევიზიის საშუალებით. |
|