|
7-05-2014, 18:26
12 მაისს, 19:00 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება ტარდება: გაიმართება ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის, ერმოლაოსის (ჭეჟია), ახალი წიგნის - "სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა" - პრეზენტაცია-განხილვა. საღამოზე ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები ათონის მთის შესახებ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამ ოთხოზორია, სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, მწერალი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, წიგნის რედაქტორ-გამომცემელი, ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია, წიგნის რედაქტორი, ფილოლოგი ხათუნა გოგია, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ნინო დევნოზაშვილი), ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი, დავით გველესიანი. საღამოს წაიყვანს პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი).
გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ხმარდება "ათონელ წმინდანთა სახელობის" ტაძრის მშენებლობას დაწყებას თბილისში. |
|