სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება კულტურა, სპორტი
31-05-2010, 00:21
დღეს, 31 მაისს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მწერალ გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე ახალგაზრდები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის ლექსებს, მინიატურებს, ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან. სიტყვით გამოვლენ მარიამ წიკლაუტრი, მაია წიკლაური, ტარიელ ხალხელაური, გოჩა ხარანაული, ერეკლე საღლიანი, ნონა ნაჭყებია, თემურ არჩვაძე.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლები _ “გოგოჭურები”, “ფიცვერცხლი”, ასევე მომღერლები _ თეონა ქუმსიაშვილი, ლაშა ორჯონიკიძე.

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი, “წერილი ნაძვებს, 1980 წელს გამოვიდა. მისი წიგნებია "ბინდისფერი ხეობა" (1981 წ.), "ადამიანთა სევდა" (1984 წ.), "მგელი" (1988 წ.), "თევზის წერილები" (1989 წ.), "მღვდლის ცოდვა" (1990 წ.), "შემინახე, დედაო მიწავ" (1991 წ.), "ბალახის ცხოვრება" (1997 წ.).

გოდერძი ჩოხელმა პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო. მის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა “აღდგომა“ (1982), “ადამიანთა სევდა“ (1984), “აღდგომის ბატკანი“ (1988), “ცოდვის შვილები“ (1989), “სამოთხის გვრიტები“ (1997), “ლუკას სახარება“ (1998) და “მიჯაჭვული რაინდები“ (2000).

გდერძი ჩოხელს მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი: გრანპრი ფილმისთვის "აღდგომა" (ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.), "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის "ცოდვის შვილები" (მონტე–კარლოს კინოფესტივალი – 1991 წ.), იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (1991 წ.), პრიზები საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის (თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალი – 1992 წ.), გრან პრი ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები" (ანაპის ფესტივალი "კინოშოკი"– 1997 წ.), პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ფილმისა "ლუკას სახარება" (ანაპის ფესტივალი "კინოშოკი"– 1998 წ.), ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ცოდვის შვილები" (1991 წ.).

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
  • სამების ახალგაზრდულ ცენტრში გურამ ოთხოზორიასთან შეხვედრა გაიმართება
  • ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა
  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" მიიღო ფილმმა "ლიბანი"
  • "ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge