"ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა ---
22-02-2010, 00:37
"ბერლინალე 2010" თურქული ფილმის ტრიუმფით დასრულდა. საუკეთესო ფილმის წოდებითა და შესაბამისად "ოქროს დათვით" თურქული დრამა, "თაფლი" დაჯილდოვდა (რეჟისორი სემიხ კაპლანოღლუ).
"ვერცხლის დათვი" აიღო კინოკლასიკოსმა რომან პოლანსკიმაც - საუკეთესო რეჟისურისთვის. პოლონელი კინემატოგრაფისტი ბერლინში არ იმყოფებოდა, პრიზი მის მაგივრად ფილმის ("მწერალი-მოჩვენება") პროდუსერს გადასცეს, რომელიც თავდვე ჩაუტანს შინაპატიმრობაში მყოფ პოლანსკის. ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი, ნოვატორული იდეებისთვის რუმინელ რეჟისორს, ფლორიანუ სერბანუს გადაეცა ფილმისთვის "სადაც მინდა, იქ ვუსტვენ."
პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის რუსებმა, ალექსეი პუსკეპალისმა და გრიგორი დობრიგინმა აიღეს ("როგორ გავატარე ზაფხული"), ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი, იაპონელი სინობუ ტერაძიმა გახდა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი, მე-60 ბერლინალეს ჟიურის ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი, ვერნერ ჰერცოგი ხელმძღვანელობდა.
 
 

ასევე:

  • ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ვერნერ ჰერცოგი იქნება
  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" მიიღო ფილმმა "ლიბანი"
  • "ბერლინალე-60" დღეს იხსნება
  • ხუთი საუკეთესო კინემატოგრაფისტი გამოვლინდება
  • "ოსკარის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge