"ოსკარის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

"ოსკარის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ უცხოეთში
8-03-2010, 15:09
2010 წლის ოსკარის 82-ე დაჯილდოების ცერემონია კეტრინ ბიგელოუსა და მისი ფილმის "ქარიშხლის მბრძანებლის” ტრიუმფით დასრულდა. ჯეიმს კამერონის ყოფილმა მეუღლემ, კეტრინ ბიგელოუმ, გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში და გახდა პირველი ქალი, ვინც ამის გაკეთება შეძლო.

ცერემონიის დაწყების წინ ექსპერტები და ჟურნალისტები ფავორიტად ჯეიმს კამერონის "ავატარს" მიიჩნევდნენ. ზოგის აზრით, "ავატარი" ოსკარების რაოდენობით კამერონის გახმაურებულ სურათ "ტიტანიკსაც" კი აჯობებდა. ცნობილი საბუკმეკერო კომპანია "უილიამ ჰილი" "ავატარის" გამარჯვებაზე 1/2 ფსონს აწესებდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია მოულოდნელად წარიმართა.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კეტრინ ბიგელოუს "ქარიშხლის მბრძანებელმა" გაიმარჯვა; საუკეთესო რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ გახდა; საუკეთეოსო მსახიობი კაცი - ჯიეფ ბრიჯისი ("გიჟი გული"); საუკეთესო მსახიობი ქალი - სანდრა ბულოკი ("ბნელი მხარე"); კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი - კრისტოფერ ვოლცი ("უსახელო ნაბიჭვრები"); ქალის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი - მონიკი.

მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს საუკეთესო უცხოური ფიმლის ნომინაციასაც: ევროპის თითქმის ყველა კინოფესტივალის წარმატებით შემოვლის შემდეგ მიხეილ ჰანეკეს "თეთრი საყელო" ოსკარზე დაიწუნეს. გამარჯვება ერგო არგენტინულ სურათს "საიდუმლო შენს თვალებში".
 
 

ასევე:

  • "ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა
  • "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალს ბოლდუინი და მარტინი გაუძღვებიან
  • ქართველი მკვლევარი ირანის წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი გახდა
  • ოსკარის პრეტენდენტების შერჩევა დაიწყო
  • “მაგთიკომის” სტიპენდიანტი სტუ-ის კიდევ 12 სტუდენტი გახდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge