|
11-02-2010, 02:21
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 31-ე წლისთავთან დაკავშირებით თეირანში გაიმართა წლის საუკეთესო წიგნის მე-17 დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი, კულტურის მინისტრი მოჰამად ჰოსეინი, ხელოვნების აკადემიის თავმჯდომარე ჰადად ადელი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები. დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი გახდა გამოჩენილი ქართველი ირანისტი და მკვლევარი ჯემშიდ გიუნაშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში ირან-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონში განსაკუთრებით კი საქართველოში ირანისტიკით დაინტერესება წარმოადგენს ირანული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ ინტერესს. მისი თქმით, საქართველოსა და ქართული კულტურის შესწავლა ირანისტიკის გარეშე წარმოუდგენელია. |
|