|
10-04-2013, 17:37
11 აპრილს, 14:00 საათზე, მაგთიკომის ცენტრალური ოფისის “ა” შესასვლელში “მაგთიკომის” 12 სტიპენდიატის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კომპანია “მაგთი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს დააჯილდოებს.
დაჯილდოების შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყობა სემინარი - „ერთი დღე მაგთისთან ერთად“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგთიკომის სტიპენდიანტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2012 წლის 9 ნოემბერსაც გაიმართა. მაგთიკომის სტიპენდიანტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი გახდა. პროექტი "მაგთიკომის სტიპენდია", რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტის გამოვლენასა და დაჯილდოებას ისახავს მიზნად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. მაგთიკომმა ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია დააწესა. საუკეთესო სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. მაგთიკომი სტუდენტთა წახალისების გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულებსაც აძლევს შანსს, ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ და მაგთიკომის თანამშრომლები გახდნენ. კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებიდან არჩევს შესაფერის კანდიდატებს. შარშან, შემოდგომაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 15 კურსდამთავრებული სპეციალური შერჩევისა და ტესტირების საფუძველზე მაგთიკომის ცხელი ხაზის თანამშრომელი გახდა. |
|