დღეიდან მობილური ქსელის ნუმერაცია იცვლება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეიდან მობილური ქსელის ნუმერაცია იცვლება სიახლე
20-06-2011, 00:35
მობილური ქსელის ნუმერაცია დღეიდან, 20 ივნისიდან იცვლება. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მობილური ქსელი ნუმერაცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, 2011 წლის 20 ივნისის, 01:00 საათიდან იცვლება.

მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება - 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX გახდება 577-XX-XX-XX. ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან, „სილქნეტის“, „ახტელის“ ან „მაგთიფიქსის“ ნომრიდან, მობილურ ქსელში დასარეკად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX.

ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას ეროვნული პრეფიქსი – 8, აღარ იქნება საჭირო და მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“, და „მობიტელის“ აბონენტები ერთმანეთს ციფრების შემდეგი კომბინაციის აკრეფვის შედეგად დაუკავშირდებიან : 577-XX-XX-XX;

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიატ მიმართონ, სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე:

კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) – 17-00-00; ქ. თბილისი – 217-00-00; კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა (ჯეოსელი და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი - 277-01-77; კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა 0611; ქ. თბილისი – 220-06-11; კომპანია ”სილქნეტის” აბონენტებმა ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები – 2-100-100; კომპანია ”ახალი ქსელების” და ”ახტელის” აბონენტებმა ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00; კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ქ.რუსთავი- 508.
 
 

ასევე:

  • 20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება
  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა
  • სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონების მოკლე სპეციალური ნომრები იცვლება
  • ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge