20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება სიახლე
14-06-2011, 13:36
20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნომერაცია, ხოლო 27 ივნისის 00:00 საათიდან კი "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნომერაცია იცვლება.

შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის" და შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებულ რვაციფრიან ნომრებს XX-XX-XX-XX (მაგალითად 99-XX-XX-XX, 77-XX-XX-XX, 97-XX-XX-XX და ა. შ.) პირველ ციფრად ემატება ციფრი "5", ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრები უცვლელი რჩება. ისინი ცხრაციფრიანი და შემდეგი სახის იქნებa: 5XX-XX-XX-XX (მაგალითად, 599-XX-XX-XX, 577-XX-XX-XX, 597-XX-XX-XX და ა. შ.).

"მაგთიფიქსის" უსადენო ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის არსებულ რვა ციფრიან ნომრებს 90-XX-XX-XX პირველ ციფრად ემატება ციფრი "7", ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრები უცვლელი რჩება. ისინი ცხრაციფრიანი და შემდეგი სახისა იქნება: 790- XX-XX-XX.

შ.პ.ს. "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის არსებული რვაციფრიანი ნომრების 70-XX-XX-XX პირველი ორი ციფრი 70 შეიცვლება ციფრებით 91, მათ პირველ ციფრად დაემატება ციფრი 7. ისინი ცხრაციფრიანი და შემდეგი სახის იქნება: 791-XX-XX-XX.

ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე 0X(X) ფორმატის ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი უცვლელი რჩება.

უცვლელი რჩება მობილური ქსელების და უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქართველოს ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების მობილური და ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დამყარების არსებული წესი.

იცვლება მობილური ქსელების, "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს შორის და მათთან სხვა ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი და იგი შემდეგია:

შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებმა მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთნ კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX, ასევე მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომრების 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX აკრეფით განახორციელებენ მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთან კავშირს "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებიც.

შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებმა, "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8", შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები შესაბამისად 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX , ისევე როგორც "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებმა შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8", შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX.

ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებმა, მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8" , შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები შესაბამისად: 5XX-XX-XX-XX (კომპანიების შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის" და შ.პ.ს. "ბილაინის" აბონენტები) ან 790 -XX-XX-XX ("მაგთიფიქსი") ან 791-XX-XX-XX ("სილქნეტი").

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს :+, საქართველოს კოდი -995, შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომერები, შესაბამისად: 5XX-XX-XX-XX ან 790- XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა განვლილ ეტაპებზე ქვეყნის ელექტრონულს საკომუნიკაციო ქსელებში შემოღებული იქნა ქალაქების ახალი კოდები და ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტების ახალი ნომრები.დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე:
• კომპანია "მაგთიკომის" აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთიფიქსი) - 17-00-00; ქ. თბილისი - 217-00-00;
• კომპანია "ჯეოსელის" აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი - 277-01-77;
• კომპანია "ბილაინის" აბონენტებმა ტელეფონებზე: 0611; ქ. თბილისი - 220-06-11;
• კომპანია "სილკნეტის" აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 2-100-100;
• კომპანია "ახალი ქსელების" და "ახტელის" აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00;
• კომპანია "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის" აბონენტებმა ტელეფონზე: ქ.რუსთავი- 508.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • დღეიდან მობილური ქსელის ნუმერაცია იცვლება
  • სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება
  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონების მოკლე სპეციალური ნომრები იცვლება
  • ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge