ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს ---
26-04-2011, 00:39
ქვეყანაში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების გეოგრაფიული ზონების ახალი კოდები მოქმედებს.

2011 წლის განმავლობაში ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაო ეტაპობრივად განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების არსებული გეოგრაფიული ზონების კოდები, ახალ ერთგვაროვანი ფორმატის გეოგრაფიული კოდებით შეიცვლება.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი უცვლელი რჩება და ცვლილება შეეხება მხოლოდ საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების კოდებს.

საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან თბილისში დასარეკად საჭიროა, გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი -8 და შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - XX XXXX;

თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად - გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი (მაგალითად : ბათუმში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი - X XX XX );
ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად - აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი (მაგალითად : რუსთავიდან ქ.სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, სამტრედიის ახალი კოდი-411 და სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი - X XX XX).

ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად - გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი (მაგალითად: თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - XX XXXX).

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად - გამომძახებელი აბონენტი კრეფს : +, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად : საზღვარგარეთიდან ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი).

საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების კოდები:

• თბილისი 32 (რეზერვი 33)
• რუსთავი 341
• ახალგორი 342
• ცხინვალი 344
• სტეფანწმინდა 345
• დუშეთი 346
• ჯავა 347
• თიანეთი 348
• ახმეტა 349
• თელავი 350
• საგარეჯო 351
• ყვარელი 352
• გურჯაანი 353
• ლაგოდეხი 354
• სიღნაღი 355
• დედოფლისწყარო 356
• მარნეული 357
• ბოლნისი 358
• თეთრიწყარო 359
• დმანისი 360
• ნინოწმინდა 361
• ახალქალაქი 362
• წალკა 363
• ასპინძა 364
• ახალციხე 365
• ადიგენი 366
• ბორჯომი 367
• ხაშური 368
• ქარელი 369
• გორი 370
• კასპი 371
• გარდაბანი 372
• მცხეთა 373
• თიღვი 374
• მესტია 410
• სამტრედია 411
• აბაშა 412
• სენაკი 413
• ხობი 414
• ზუგდიდი 415
• წალენჯიხა 416
• ჩხოროწყუ 417
• მარტვილი 418
• ჩოხატაური 419
• ბათუმი 422
• ხულო 423
• შუახევი 424
• ქედა 425
• ქობულეთი 426
• ხელვაჩაური 427
• ქუთაისი 431
• ვანი 432
• ხარაგაული 433
• ბაღდათი 434
• საჩხერე 435
• წყალტუბო 436
• ლენტეხი 437
• ამბროლაური 439
• სოხუმი 442
• გაგრა 443
• გუდაუთა 444
• ოჩამჩირე 445
• ტყვარჩელი 446
• გალი 447
• გულრიფში 448
• ცაგერი 472
• ონი 473
• ჭიათურა 479
• თერჯოლა 491
• ზესტაფონი 492
• ფოთი 493
• ლანჩხუთი 494
• ხონი 495
• ოზურგეთი 496
• ტყიბული 497
 
 

ასევე:

  • სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება
  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა
  • ეროვნული პრეფიქსი "8" იცვლება "0"-ით
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონების მოკლე სპეციალური ნომრები იცვლება
  • 20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge