სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება სიახლე
3-06-2011, 00:50
4 ივნისიდან საქართველოს ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში იმოქმედებს შვიდციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში - ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება "2" ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩა, მაგალითად: ქ.თბილისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 99-99-99 შეიცვლება ნომრით 299-99-99, ხოლო ნომერი 79-99-99 შეიცვლება ნომრით 279-99-99. ქ.ბათუმის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქ.ქუთაისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ქსელის ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, ქ.გორის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ..

სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება მხოლოდ ქ.რუსთავში, სადაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების ექვსციფრიანი სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -"1" შეიცვლება ციფრით - "2", ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩება, მაგალითად : სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99.

ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 შემდეგ რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტის ახალი ნომერი, რომელიც ციფრი "2"-ით დაიწყება.

ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე 0X(X) ფორმატის ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი, ისევე როგორც ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დამყარების არსებული წესები უცვლელნი რჩება, მაგალითად: რომელიმე ერთი ქალაქის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტებს შორის ადგილობრივი კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი სააბონენტო ნომერი (ქ.თბილისში შვიდციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი - 2XX XXXX, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ექვსციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი 2X XXXX).

საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან ქ.თბილისში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს: პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX; ქ.თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად: ქ.ბათუმში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ,შემდეგ ქ.ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX ); ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.რუსთავიდან ქ.სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ქ სამტრედიის ახალი კოდი-411 და ქ.სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).

ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომერი (მაგალითად: ქ. თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX).

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს : +, საქართველოს კოდს - 995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს (მაგალითად: საზღვარგარეთიდან ქ.ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ.ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მოქმედებს საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტების ადმინისტრაციული ცენტრების მხოლოდ ახალი სატელეფონო კოდები.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს
  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონების მოკლე სპეციალური ნომრები იცვლება
  • 20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება
  • ეროვნული პრეფიქსი "8" იცვლება "0"-ით






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge