ეროვნული პრეფიქსი "8" იცვლება "0"-ით » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნული პრეფიქსი "8" იცვლება "0"-ით სიახლე
10-01-2012, 16:13
11 იანვრიდან 8-იანს საბოლოოდ 0 ჩაანაცვლებს. 2012 წლის 11 იანვარს, 24:00 საათზე, გაითიშება ეროვნული პრეფიქსი "8". 12 იანვრიდან ქვეყნის შიდა საქალაქთაშორისო ზარებზე, ასევე, მობილური ქსელიდან ფიქსირებულ ქსელში გამავალ ზარებზე და პირიქით, ფიქსირებული ქსელიდან მობილურ ქსელში გამავალ ზარებზე, უნდა ავკრიფოთ ეროვნული პრეფიქსი "0", საერთაშორისო ზარებზე კი საერთაშორისო პრეფიქსი "00".

დარეკვის ახალი წესი მოქმედებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების ნომრებზედაც. ახალი 10XX ფორმატის კოდებია, მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07-ით, 8-10 შეიცვლება 10-10-ით, 8-11 შეიცვლება 10-11-ით, 8-16 შეიცვლება 10-16-ით, 8-18 შეიცვლება 10-18-ით და ა.შ..

დარეკვის წესი შემდეგია: ჯერ უნდა აიკრიფოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, საერთაშორისო პრეფიქსი "00", შემდეგ ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი (თუ ზარი საზღვარგარეთ ხორციელდება) მაგალითად: 10XX 00 ...

თუ ზარი საქართველოს ფარგლებში ხორციელდება, მაშინ უნდა ავკრიფოთ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი, ან მობილური აბონენტის ცხრანიშნა ნომერი. მაგალითად: 10XX 0...

ამით სრულდება ნუმერაციის ახალი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები.
ghn
 
 

ასევე:

  • ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი შეიცვალა
  • სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება
  • ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს
  • საგანგებო სამსახურების ტელეფონების მოკლე სპეციალური ნომრები იცვლება
  • 20 ივნისს, 00:00 საათიდან, მობილური ქსელების ნომერაცია იცვლება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge