სტუ-ის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა სტუ
9-11-2012, 14:57
სტუ-ის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგთიკომის სტიპენდიანტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა.

კომპანია მაგთიკომის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები - მერი გოგოლაძე, მარიამ მკერვალი, თამარ ბიწაძე, სანდრო მაისურაძე, გიორგი ფეტელავა, ანა კაკაბაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები - ზვიად ჯობავა, ია მუმლაძე, ქეთევან ცომაია, დავით ხაჩატურიანი, გიორგი ლაზაშვილი, თამარ ჟვანია.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი ზურაბ წვერაიძე, მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლი, მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე, სტუდენტები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტურ თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტი "მაგთიკომის სტიპენდია", რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტის გამოვლენასა და დაჯილდოებას ისახავს მიზნად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. მაგთიკომმა ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია დააწესა. საუკეთესო სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაგთიკომი ხელს უწყობს საუკეთესო სტუდენტების წახალისებას, თუმცა ამას ასეთი მასშტაბური სახე დღემდე არ ჰქონია. პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ტრადიციადაც დამკვიდრდება", - აცხადებს მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე.

მაგთიკომი სტუდენტთა წახალისების გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულებსაც აძლევს შანსს, ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ და მაგთიკომის თანამშრომლები გახდნენ. კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებიდან არჩევს შესაფერის კანდიდატებს. გასულ კვირას ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 15 კურსდამთავრებული სპეციალური შერჩევისა და ტესტირების საფუძველზე მაგთიკომის ცხელი ხაზის თანამშრომელი გახდა.
 
 

ასევე:

  • “მაგთიკომის” სტიპენდიანტი სტუ-ის კიდევ 12 სტუდენტი გახდება
  • სტუ-ის 12 სტუდენტი “მაგთიკომის” სტიპენდიანტი გახდა
  • სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა, მინისტრმა და “მაგთიკომმა” მიულოცეს
  • ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიაში მიიწვიეს
  • Alcatel-Lucent-მა სტუ-ს IP ტექნოლოგიების ტექნიკური სასწავლო ლაბორატორია გადასცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge