18 მაისს კომპანია “Alcatel-Lucent”-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. “Alcatel-Lucent”-მა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის # 92 მიმართულებას გადასცა და დაუმონტაჟა IP ტექნოლოგიების ტექნიკური სასწავლო ლაბორატორია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, მინისტრის მოადგილე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტებს სამსხურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ ბერიძე და სხვები.
“ერთობლივი პროექტი სტუდენტებს უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის საშუალებას მისცემს. კომპანია ამაყობს იმით, რომ იგი არა მხოლოდ ლიდერია სატელეკომუნიკაციო დარგში, არამედ წარმოაჩენს თავს სოციალურად პასუხისმგებლ კომპანიად’’, - განაცხადა “Alcatel-Lucent”-ის ხელმძღვანელმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ალექსეი ხახლიუკმა.
მისი განცხადებით, “Alcatel-Lucent”-მა ანალოგიური პროექტი შარშან უკრაინაში განახორციელა.
“ოდესის კავშირგაბმულობის ეროვნულ აკადემიას შარშან გადავეცით ასეთი მოწყობილობა. ახლა კი ეს პროექტი წარმატებით განვახორციელეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, - განაცხადა ხახლიუკმა.
საქართველოოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, სასავლო კლასის შექმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესს, დაეხმარება სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღებაში, რაც აუცილებელია მათი მომავალი დასაქმებისთვის.
სასწავლო კლასი დაფუძნებულია “Alcatel-Lucent”-ის ახალ პროდუქციაზე, რომელიც განკუთვნილია ხმისა და მონაცემების გადასაცემად Omni PCX Office RCE Compact Edition, Alcatel-Lucent DECT, OmniAccess Wireless LAN-ისა OmniSwitch -ის ჩათვლით.