სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა სტუ
15-03-2011, 15:30
სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა 15 მარტს, 11:00 სთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის “თანამედოვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (NATELI) და სტუ-ის ორგანიზატორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოეფექტური სატესტო მოწყობილოლებით ახლახან აღჭურვილი ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა.

ენერგოეფექტურობის ლაბორატორიის სრულყოფის მიზნით, პროგრამამ NATELI სტუ-ს გადასცა 39 977 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. აღნიშნული ლაბორატორიის შექმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოაუდიტის ჩატარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას მომავალში.

გახსნის ღონისძიებას USAID -ის ოფიციალური წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ.

პროექტი “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობის სასწავლო პროგრამის შემუშავება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
ენერგოაუდიტის ჩატარება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსებში; ენერგოაუდიტორების და ენერგომენეჯერების სერტიფიცირების პროცედურებისა და შესამაბისი სატესტო მასალების შემუშავება; ამასთან ერთად პროექტი დაეხმარება ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ლაბორატორიის სრულყოფაში. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან გათვალისწინებულია საინჟინრო ფაკულტეტის არსებული სასწავლო პროგრამის გადახედვა და ენერგოეფექტურობის და ენერგოაუდიტის საკითხების ჩართვა სამაგისტრო პროგრამაში.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • NATELI-ის ფარგლებში სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • ენერგოეფექტურობის თემაზე სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • თბილისში ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge