|
20-01-2012, 17:27
თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის (NATELI) ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო სემინარი "აშშ-ის სადოქტორო პროგრამები ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საკითხებში" (კომპონენტი 2: ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესება).
სემინარის მიზანი იყო აშშ-ის სადოქტორო პროგრამების გაცნობა მონაწილეებისთვის შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ელექტრო- და ენერგეტიკული საინჟინრო საქმიანობა.
სემინარს უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის სრული პროფესორი ცირა ჩიკვაიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა WINROCK Georgia-ს წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი ინგა ფხალაძე.
მეტროპოლიტენის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მინეაპოლისი, მინესოტას შტატი, აშშ) პროფესორმა ჰამიდ ნეჟადმა. მან ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა დ სტუდენტებს აშშ-ის სადოქტორო პროგრამები გააცნო.
ფორუმის მონაწილეებმა საქართველოში მიმინდარე სადოქტორო პროგრამების აქტუალური საკითხები განიხილეს. |
|