ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიხსნა სტუ
14-05-2013, 15:48
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა დასაქმების ფორუმი “საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკის სექტორში დასაქმების უზრუნველსაყოფად”, რომელიც პროექტ “ნათელი II“-ის საგანმანათლებლო გრანტების პროგრამის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ენერგეტიკის სფეროში.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტ “ნათელი II”-ის ხელმძღვანელმა ინგა ფხალაძემ და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა. თემაზე – “ენერგოპროგრამები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში” – ისაუბრა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ, ხოლო “ენერგოპროგრამები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში” საზოგადოებას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ომარ ზივზიბაძემ გააცნო. ენერგოკომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გააკეთეს საინტერესო კომენტარები.

აღნიშნული პროექტი “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (ნათელი II), ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შერჩეული ოთხი უნივერსიტეტი და მათი სტუდენტები:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი/ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის კურსი,
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი /ელექტროენერგეტიკის მრეწველობის ტექნოლოგიის და მენეჯმენტის და ელექტროენერგეტიკის სამაგისტრო პროგრამები,
• ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა /ენერგეტიკის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა,
• გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი /ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა -ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაცია.

დასაქმების ფორუმში, ასევე, მონაწილეობენ საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიები.

ფორუმის მიზანია ენერგეტიკის სექტორის პოტენციური დამსაქმებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სტუდენტების თავმოყრა და ინფორმაციის გაცვლა არაფორმალურ გარემოში.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში დასაქმების ფორუმი ტარდება
  • ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
  • NATELI-ის ფარგლებში სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge