სტუ-ში დასაქმების ფორუმი ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში დასაქმების ფორუმი ტარდება სტუ
12-05-2013, 13:00
14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება დასაქმების ფორუმი “საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკის სექტორში დასაქმების უზრუნველსაყოფად”, რომელიც გაიმართება პროექტ “ნათელი II“-ის საგანმანათლებლო გრანტების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ენერგეტიკის სფეროში.

აღნიშნული პროექტი “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (ნათელი II), ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შერჩეული ოთხი უნივერსიტეტი და მათი სტუდენტები:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი/ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის კურსი,
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი /ელექტროენერგეტიკის მრეწველობის ტექნოლოგიის და მენეჯმენტის და ელექტროენერგეტიკის სამაგისტრო პროგრამები,
• ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა /ენერგეტიკის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა,
• გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი /ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა -ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაცია.

დასაქმების ფორუმში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიები.

ფორუმის მიზანია ენერგეტიკის სექტორის პოტენციური დამსაქმებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სტუდენტების თავმოყრა და ინფორმაციის გაცვლა არაფორმალურ გარემოში.
 
 

ასევე:

  • ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიხსნა
  • ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
  • NATELI-ის ფარგლებში სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge