|
11-07-2012, 01:22
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით 2012/13 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამები და ვაკანსიები გამოქვეყნდა.
სამშენებლო ფაკულტეტი: მშენებლობა - 37 სადოქტორო პროგრამა, ჰიდროინჟინერია - 16, საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ნაგებობები - 8; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი: ტელეკომუნიკაცია - 19 სადოქტორო პროგრამა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია - 45; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი: გეოლოგია - 10 სადოქტორო პროგრამა, სამთო ტექნოლოგიები - 20, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები - 6, უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება - 3; ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი: ქიმია - 4 სადოქტორო პროგრამა, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია - 12, ფარმაცია - 6, მეტალურგია - 2, მასალათმცოდნეობა - 5; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი: მანქანათმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა და საწარმოო - ტექნოლოგიური პროცესები - 38 სადოქტორო პროგრამა, ტრანსპორტი -16, დარგობრივი მენეჯმენტი - 6; არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი: არქიტექტურა - 26 სადოქტორო პროგრამა, არქიტექტურათმცოდნეობა - 4; ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი: სამართალი - 15 სადოქტორო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირება - 15, სოციალური მეცნიერებები - 15; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი: ინფორმატიკა - 33 სადოქტორო პროგრამა, მათემატიკა - 12, საინჟინრო ფიზიკა - 10, ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები - 10.
სტუ-ის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადების ფორმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის. |
|