|
18-03-2014, 22:21
ხვალ, 19 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების სააგენტო ”ეიჩარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
დასაქმების სააგენტო ”ეიჩარი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს 2014 წლის დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა აპლიკაცია გაგზავნოთ 20 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე cvjobfair@hr.ge (ტელ.: 2 36 53 45).
დასაქმების სააგენტო ”ეიჩარის” წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 19 მარტს, 13:00 და 14:00 საათზე. 13:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შემდეგი ფაკულტეტის წარმომადგენლებთან: სამშენებლო ფაკულტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი ,სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შემდეგი ფაკულტეტის სტუდენტებთან: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. |
|