საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების სააგენტო ”ეიჩარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
დასაქმების სააგენტო ”ეიჩარი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს 2014 წლის დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ფორუმზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა აპლიკაცია გაგზავნოს 20 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე cvjobfair@hr.ge (ტელ.: 2 36 53 45).