|
26-03-2013, 11:56
29 მარტს, 12:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტექნიკურ უნივერსიტეტში (კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, დიდი სააქტო დარბაზი) გაიმართება დასაქმების ფორუმი. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან. დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ წარმოდგენილ კომპანიებს გააცნონ საკუთარი თავი და დაიწყონ მათთვის სასურველი კარიერის შექმნა.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები: “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”; “ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი”; “Delta system”; “Mindstream”; “National geographic”; “Stedi lojiki (IT\sowtware)”; “FNXco Holding (IT company)”; “Wissol”; “GT Motors (Landrover, Ford, Sizuki)” “TNS Georgia (საერთაშორისო კვლევითი კომპანია)”. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობას: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #251-253, ტელ: 2 36 51 29 საკონტაქტო პირი: გიორგი კულდონაშვილი 593 22 00 06 ავთანდილ ადეიშვილი 599 60 88 68 |
|