ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა სიახლე
1-07-2010, 23:00
1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.

სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ ევროპელი ექსპერტები: რაფაელ კოუმერი (Raphael Koumeri) და კოსტას სამიოტისი (Kostas Samiotis).

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, უნივერსიტეტის საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაეცნო საერთაშორისო ფონდების საქმიანობა და მათთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, ასევე ევროკომისიის პროექტების მომზადება, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოს სამეცნიერო ცენტრებიდან.

სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალური კითხვარის საშუალებით, ზემოჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ.
 
 

ასევე:

  • ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების თემაზე ტრენინგი ეწყობა
  • სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება
  • ევროკომისიის პროექტთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება
  • IEEE-ის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
  • სტუ-ში ტემპუსის პროექტის სემინარი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge