|
22-06-2010, 13:42
1-ელ ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით, ეწყობა ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”. ტრენინგის მიზანია, უნივერსიტეტის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს გააცნოს საერთაშორისო ფონდების საქმიანობა, მათთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ევროკომისიის პროექტების მომზადება, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და სხვა. ტრენინგი ევროკომისიის პროექტ “EXTEND”-ის ხელშეწყობით წარიმართება.
ტრენინგზე მოწვეული არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოს სხვა სამეცნიერო ცენტრებიდან.
ტრენინგის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა, დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სპეციალური კითხვარის საშუალებით ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები. |
|