სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება სიახლე
17-11-2010, 19:49
სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება18-19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ე. წ. შეხვედრების ოთახში ჩატარდება ევროკომისიის ექსპერტების შეხვედრა უნივერსიტეტის იმ მეცნიერებთან, რომლებიც ამზადებენ საპროექტო წინადადებებს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის მომავალ კონკურსებში.

მოწვეულნი არიან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EXTEND პროექტის კოორდინატორები, უკრაინაში ევროკომისიის საინფორმაციო საკონტაქტო პირი და კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია ევროპელი ექსპერტების გამოცდილების გამოყენება, კონტაქტების დამყარება და ქართველი მეცნიერების დახმარება პარტნიორების მოძიებაში, პროექტების მომზადებაში, მათ წარდგენაში.

სემინარის დროს სტუმრები წარმოადგენენ ინფორმაციული ხასიათის პრეზენტაციებს. დაგეგმილია ქართველ მეცნიერთა მოხსენებები საპროექტო წინადადებების ფარგლებში.
 
 

ასევე:

  • ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების თემაზე ტრენინგი ეწყობა
  • ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
  • ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა
  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა
  • სამუშაო შეხვედრა სტუ-ში - პროექტი NoGAP






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge