18 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სლოვაკეთის ნიტრას სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ევროკომისიის FP7-INCO-2013-9 პროექტის NoGAP ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა პროექტის ტვინინგის პროცესის მეორე ფაზას.
შეხვედრა გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილოებდნენ აღნიშნულ პროექტში ჩართული პროფესორ-მასწავლებლები.
შეგახსენებთ: 2 013 წლის სექტემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის კონსორციუმის წევრი ევროკომისიის FP7-INCO-2013-9 პროექტში NoGAP: ცოდნის ტრანსფერის საზოგადოება კვლევებსა, ინოვაციებსა და ბიზნესს შორის არსებული ხარვეზების დასაძლევად.