|
6-11-2014, 14:35
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტემპუსის RETHINK პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შერვაშიძემ, რომელმაც აღნიშნა ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის.
პროექტი RETHINK (№ 544178-TEMPUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR) გულისხმობს განათლების რეფორმას საერთაშორისო ცოდნის გაცვლის საშუალებით. პროექტის კოორდინატორია ლისაბონის უნივერსიტეტის არქტიტექტურის ფაკულტეტი. კონსორციუმში, ასევე, შედიან ევროკავშირის 4 უნივერსიტეტი (პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, ესპანეთი), 12 უნივერსიტეტი პარტნიორი ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელორუსია), განათლების 3 სამინისტრო და რამოდენიმე ბიზნესპარტნიორი.
პროექტის ფარგლებში, 4-7 ნოემბერს, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სტუ-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის ოფიციალური ვებგვერდია: http://rethink.fa.ulisboa.pt/ |
|